|
პარტია სახე+ შესახებ

პარტია სახე+ შესახებ

,,საქართველოს ხალხთა ერთობა-გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის" სახე+ ლოგო logo

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უპარტიო მოქალაქეთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური დისკუსიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით საქართველოს კონსტიტუციაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. მოხდა საარჩევნო სისტემის მოდერნიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა პოლიტიკური აქტივობის არეალი და გაზარდა ახალი სახეებისა და გაერთიანებების პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლის შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო ცვლილებებმა ბიძგი მისცა საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს მართვა-

გამგებლობაში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად და პოლიტიკურ სივრცეში დასამკვიდრებლად.

 

2020 წლის 21 ივნისს შექმნილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხალხთა

ერთობა გაერთიანებული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, შემოკლებული სახელწოდება

სახე + ურთულეს ვითარებაში გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე.

სახე + მომავალზე ორიენტირებული პარტიაა, რომლის მოქმედების მამოძრავებელ ღერძს ხელისუფლების წყარო, ხალხი წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კრიტიკულად აქვთ გააზრებული როგორც წარსული, ისე დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილი, კარგად ხედავენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ ვითარებას განაპირობებს.

ამასთან, პარტიას გაცნობიერებული აქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20-22%-ის უკანონო სამხედრო ოკუპაციის თანმდევი პროცესები, ის რეალობა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები, ხშირ შემთხვევაში, ცალკეულ პიროვნებებზეა მორგებული და აფერხებს სისტემის გამართულ მუშაობას;

ირღვევა ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი, ხელისუფლება შერწყმულია სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რაც პოლიტიკური ზეწოლის მაღალ ხარისხსა და შესაბამისად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას განაპირობებს .

ჩვენი პარტიისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია იმდენად, რამდენადაც არსებული ვითარება

ხალხში  უსამართლობის  განცდას  ბადებს  და  პოლიტიკური  პარტიებისადმი  ნდობის  ვაკუუმს

წარმოქმნის.

პოლიტიკური გაერთიანება სახე + და მისი წევრები მიზნად ისახავენ გაყვნენ ახალ, საქართველოს მოქალაქეთა ორგნიზებული გაერთიანების პროგრამულ გზას, სწორად გაიაზრონ პარტიის სტრატეგიული ამოცანები, არსებული პრობლემები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პარტიას აქვს გამოკვეთილი ზნეობრივი სახე და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია.

ხელისუფლების წყარო ხალხია და ამ ეტაპზე ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს სურვილი აქვს, გააკეთოს არჩევანი ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაზე, მომავლის პარტიაზე, რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის!

პარტიის მოქმედების ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის გაერთიანება მათი ეთნიკური, ეროვნული, სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად, სახელმწიფოებრივი თანხმობის მიღწევა, ქვეყნის გამთლიანება-განმტკიცება, დემოკრატიის პრინციპების განუხრელად დაცვა, სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ფორმირება.

სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც ხელისუფლება და ხალხი, საზოგადოებრივ — პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, პროცესებს სამართლიანად, დემოკრატიის პრინციპების დაცვით მართავს, სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ ადამიანი ჩვენი უმთავრესი ღირებულება და სიმდიდრეა.