|
|
აჭარის პარტიის პროგრამა სახე +

აჭარის პარტიის პროგრამა სახე+

საარჩევნო პროგრამა საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020

დეკლარაცია

დღეს არსებული ვითარება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხალხთა ერთობა — გაერთიანებული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სახე+“ დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეთა სახელით აცხადებს:

 

1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საერთო-სახალხო რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დასტურდება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომელსაც ხორცი უნდა შეესხა თავისუფლების საუკუნეობრივი ოცნებისთვის. დამოუკიდებლობის იდეის ცხოვრებაში გასატარებლად გაჩნდა საერთო განწყობა, რწმენა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების, კონფესიის, სქესის, სოციალური და პოლიტიკურის მრწამსის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ადამიანები

 

გაერთიანდებოდნენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაში, ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სამართლებრივი გარემო, დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები, დამკვიდრდებოდა დემოკრატიის პრინციპები. სამწუხაროდ, განვლილმა 29 წელმა აჩვენა, რომ საბჭოთა მარწუხებისგან გათავისუფლების ემოციურმა ფონმა გადაფარა რეალობის პრაგმატული გააზრება. საქართველოს მოსახლეობა მზად არ აღმოჩნდა საგარეო და საშინაო პრობლემებთან გასამკლავებლად, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, სოციალური საკითხების მოსაგვარებლად, საკანონმდებლო ორგანოს მიერ ისეთი კანონების მისაღებად, რომლებიც ხელს შეუწყობდა აღმასრულებელი ხელისუფლების მწყობრ, გამართულ მუშაობას.

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ისტორიული როლი შავი ზღვის აუზსა და კავკასიაში, როგორც აბრეშუმის გზისა და ტრანსკავკასიური მაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი, დროთა ვითარებაში, არაკეთილმოსურნე მეზობლების გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში მოექცა. გარე ძალების მიერ ინსპირირებულმა ქვეყნის შიდა აშლილობამ, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ეროვნული თანხმობის რღვევა განაპირობა, რაც ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყნის განვითარებაზე მყისიერად აისახა. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა წიააღმდეგობების, ურთულესი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა.

 

საქართველოსა და მის ხალხს ჰქონდა არჩევანი, ფრთხილი, ბრძნული მოქმედებებით შეენარჩუნებინა ტერიტორიული მთლიანობა, დაეცვა საკუთარი მოსახლეობის უფლებები, თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად ემუშავა სამართლებრივი, დემოკრატიული

 

 

 

1

 

 

სახელმწიფოს ფორმირებისთვის და გონიერი ქმედებებით თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი საფრთხეები.

 

ყველაფერი ვერ გავთვალეთ, ბევრი რამ შეეშალა ხალხსა და მის მიერ არაერთხელ არჩეულ ხელისუფლებას.

 

1990 წლის 28 ოქტომბერს, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში შევძელით ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელმაც მშვიდობიანი გზით შეცვალა არსებული ხელისუფლება, თუმც შეცდომების მთელი კასკადით, ძალადობრივად იქნა დამხობილი და ქვეყნიდან განდევნილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. საქართველოდან განდევნის შემდეგ, ერთი წლისა და თერთმეტი თვის თავზე ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

 

სამოქალაქო ომმა და დაპირისპირებამ დაღი დაასვა საქართველოსა და მის მოსახლეობას თითქმის ყველა მიმართულებით. მერე კი ძალადობრივად ჩამოაშორეს ქვეყანას, ძალადობრივი გზით მოსული მმართველები.

 

2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თავსმოხვეული ფასადური პროცესები, შავის თეთრად გასაღების ფაქტები ავტორიტარიზმში გადაიზარდა. გზა გაეხსნა უკანონობას, რომლის მძიმე შედეგებს დღემდე ვიმკით და, რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს იმ ნაპრალებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესს აფერხებს.

 

მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა, უდიდესი ძალისხმევით მოპოვებული კონსტიტუციური უფლებების დაცვის შესაძლებლობა. არჩევანის, სამართლიანი სასამართლოს, სიცოცხლის, შრომის, ჯანმრთელობის, კერძო საკუთრებისა და მშობლიურ მიწა-წყალზე ცხოვრების უფლება. დაიწყო მასობრივი უმუშევრობა, რასაც ემიგრაცია მოჰყვა. დაიცალა სოფლები და ქალაქები. ქვეყანა სერიოზული დემოგრაფიული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ლეგალურად თუ არალეგალურად, მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

 

2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, შვიდობიანად, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დაგვირგვინდა. ხალხმა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მძიმე შედეგების გამოვლენის პროცესის დაჩქარება მოითხოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ერთი შეხედვით, საქართველოში თითქოს დადგა ცვლილებების ხანა. მაგრამ ეს ყველაფერი კვლავ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა, — 2004 წლისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მძიმე მემკვიდრეობის, საერთაშორისო სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისა და დამკვიდრების არაერთგვაროვან გარემო პირობებში.

 

გაჩნდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსთა, ალღოიან და გონიერ მმართველთა დეფიციტი. მძიმე შედეგები მოიტანა არასწორად გაგებულმა, ე.წ. „კოაბიტაციამ“. ზოგიერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული: ევროპასთან დაახლოება, ასოცირების ხელშეკრულება, ‘ნატოსთან“ ურთიერთობა, საქართველოს

 

 

 

2

 

 

სახელმწიფო დღემდე მყარად ვერ დგას ფეხზე. თუმც უკანასკნელმა მოვლენებმა, კერძოდ კრონავირუსის პანდემიამ მსოფლიო თანამეგობრობას დაანახა, რომ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ ჰყავს მაღალი დონის პროფესინალები, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში გაერთიანების, ყოველგვარი წინაღმდეგობის დაძლევისა და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული პოზიციების დაკავების უნარი შესწევთ.

 

2020 წლის 21 ივნისის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხალხთა ერთობა — გაერთიანებული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სახე+“ დამფუძნებელი ყრილობის მონაწილენი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არიან ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უპასუხონ და რთულსა და არაერთგვაროვან ვითარებაში საკუთარი სახე საუკეთესოდ წარმოაჩინონ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

შინაარსი

 

დეკლარაცია………………………………………………… 2

 

პარტიის საარჩევნო დევიზი…………………………………………………………. 7

 

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები……………………………………………………. 8

 

სამართლებრივი სახელმწიფო და რეგიონული პოლიტიკა……………………………………………………. 9

 

პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის განხორციელება, პატიმართა

 

უფლებების დაცვა…………………………………………………………… 11

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა და საგარეო პოლიტიკა………………………………………………….. 12

 

აჭარის როლი საქართველოს თავდაცვის სისტემის ცვლილებებისა და

 

შეიარაღებული ძალების განმტკიცებაში………………………………………….. 13

 

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები………………………………………… 14

 

მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვა…………………………………………………………… 17

 

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი საკითხები………………………………………………….. 19

 

აჭარის ბუნებრივი სიმდიდრეები…………………………………………… 21

 

ოციალური სამართლიანობის დაცვის საკითხი………………………………………………………. 22

 

ოჯახი-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების საყრდენი……………………………………………………. 25

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოება…………………………………………… 26

 

ახალგაზრდული პოლიტიკის მთავარი მიმართულება…………………………………………… 27

 

სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნულ უმცირესობათა დაცვა…………………………………………………………… 29

 

ადამიანის ფუნდამენტური უფლების, რწმენის თავისუფლების………………………………………… 30

 

არასათავრობო ორგანიზაციები და მედია…………………………………………………………… 31

 

ჯანმრთელობის დაცვა…………………………………………………………… 31

 

განათლება და მეცნიერება………………………………………………… 32

 

კულტურის განვითარების ხელშეწყობა……………………………………………….. 34

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად…………………………………. 35

 

მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის პოლიტიკა………………………………………………….. 37

 

მიმართვა……………………………………………………. 41

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

საარჩევნო პროგრამა

 

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს ხალხთა ერთობა — გაერთიანებული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, შემოკლებული სახელწოდება სახე+,

 

საარჩევნო სახელწოდება „ბაგრატიონი — სახე+“

 

2020 წლის 21 ივლისიდან გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და პირველად მონაწილეობს არჩევნებში. ეს მისი წევრებისა და მხარდამჭერებისთვის უდიდესი გამოცდაა.

 

არჩევნები აჩვენებს პარტიის სახეს და გამოავლენს ხელისუფლების წყაროს, ხალხის შესაძლებლობებს.

 

კონკრეტულ არაკეთილმოსურნეთა მიერ, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია მიზანმიმართულად შეფერხდა იმ მიზნით, რომ მონაწილეობა ვერ მიეღო საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში. დღეს, წინააღმდეგობების მიუხედავად, შანსი გვეძლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

 

2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მრავალი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე — ან ჩავრჩებით წარსულში და ავიტანთ ბევრ უკანონობას, ან შევცვლით ყველაფერს, რაც ხელს უშლის ხალხთა ერთობას, კეთილდღეობასა და საქართველოს გამთლიანებას.

 

ჩვენი პარტია ცვლილებებს ირჩევს!

 

ჩვენს პარტიასა და მის წევრებს მტკიცედ სჯერათ, რომ სწორედ აჭარიდან დაიწყება საქართველოს ხალხისა და მისი მხარეების გაერთიანება!

 

აჭარის მოსახლეობას, ისტორიულად აქვს ამის უფლება!

 

აჭარის მოსახლეობას ეს შეუძლია!

 

ამიტომ გამოვიდა ჩვენი პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე, ამისთვის ელოდება დიდი ოპტიმიზმით ხალხის მხარდაჭერას.

 

სახე + მომავალზე ორიენტირებული პარტიაა, ხალხს სურს ცვლილებები — ერთობა, წინსვლა, ბარაქა. ჩვენი პარტია ხელს შეუწყობს ამ ტრიადის თითოეული პოსტულატის რეალიზებას.

 

სახე + იბრძოლებს და იშრომებს იისათვის, რათა საქართველო და მისი ხალხი, აჭარის მოსახლეობასთან ერთად, ბედნიერების ინდექსით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში რეალურად და არა მხოლოდ ციფრებით ვიხილოთ.

 

სახე + და მისი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა, პარტიის პოლიტიკური პროგრამის ერთიანი შემადგენელი ნაწილია.

 

ორივე პროგრამა სრულად წარმოაჩენს პარტიის მიზნებსა და ამოცანებს, გვიჩვენებს დასახული ამოცანების განხორციელების გზებს.

 

 

5

 

 

ჩვენი პარტია არ იძლევა დაპირებებს, ის ასახავს რეალობას და ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ხალხთან ერთად მოქმედებს მის წინაშე დასმული ამოცანების გადასაჭრელად!

 

 

 

პარტიის სარჩევნო დევიზი

 

გარდამტეხი ცვლილებები ერთიანი, სტაბილური საქართველოსთვის!

 

სახე +

 

აცხადებს:

 

სწორად გათვლილი, ზნეობრივი პრინციპების დაცვით განხორციელებული ცვლილებებით აჭარა ხალხთა ერთობის, რწმენის, თავისუფლების, დემოკრატიის, კეთილდღეობის მაგალითს მისცემს საზოგადოებას, მთელ ჩვენს ქვეყანას.

 

საქართველოს ხალხთა გაერთიანება აჭარიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან სწორედ აჭარა წარმოადგენს სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა, ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების იმ ნათელ მაგალითს, რაც სამომავლოდ, საქართველოს გამთლიანებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც უნდა იქცეს რეალობად!

 

აჭარის წარსული, დღევანდელობა და განვითარების ორიენტირები იმ მოდელის მყარი საძირკველია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას განაპირობებს საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

 

სწორედ ამიტომ:

 

სახე+ და მისი წევრები თანხმდებიან, რომ აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებების, რათა გაიზარდოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებები, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, სტრატეგიულად განისაზღვროს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების საკითხი, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.

 

აჭარაში უნდა შეიქმნას აჭარის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არამოსამართლე წევრების რაოდენობა, მოსამართლე წევრების რაოდენობაზე მეტი იქნება. ეს ხელს შეუწყობს მოსამართლეთა პატივისა და ღირსების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, გამოირიცხება „მენტორის დაცვა“ და ხელი შეეწყობა სამართლიანობის განმტკიცებას. კანონთან კონფლიქტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, სამართლებრივ საკითხებზე და აჭარაში მოქმედ მოსამართლეთა მიერ კანონის აღსასრულებლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები

 

პარტია აცხადებს:

 

საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი მარავალფეროვნება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მისი ხალხი იმსახურებს ყველა იმ სიკეთეს, რასაც საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობა იღებს სახელმწიფოს მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

პარტია და მისი წევრები, რეგიონული პოლიტიკის გატარებისას, ფრთხილ, გონივრულ მიდგომებს ირჩევენ.

 

ჩვენ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჭრილში გავიაზრებთ კავკასიის ხალხებთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, რუსეთთან და თურქეთთან აჭარის ურთიერთობის ფორმებს.

 

სახე + დარწმუნებულია, რომ ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული აჭარის მოსახლეობა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, აჭარის კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელს გახდის ურთიერთობა განამტკიცოს „ნატოს“ წევრ მეზობელი თურქეთის სახელმწიფოსთან.

 

გარემოების შესაბამისად, ზომიერად ჩაერთოს აღმოსავლეთისკენ „ნატოს“ გაფართოების მოწინააღმდეგე რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების პროცესში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების ფარგლებში.

 

პარტია ხელს შეუწყობს ისეთი პროცესების განვითარებას, რაც აჭარასა და მის ხალხს ზომიერ და მიზანდასახულ გზამკვლევად აქცევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონებისთვის, ზოგიერთი ქვეყნის მიერ საქართველოს ამ მხარეების დამოუკიდებლობის აღიარების დენონსაციის მიზნით.

 

პარტია ყველაფერს გააკეთებს, ცივილიზებული სამყაროს მიერ მხარდაჭერილი არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად.

 

სახე + განახორციელებს პროაქტიურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ აჭარის მოსახლეობა, აჭარის სახელისუფლებო სტრუქტურები, სხვადასხვა ერების, ეროვნებების, ეთნიკური ჯგუფების, განსხვავებული კონფესიების, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მოქალაქეთა ერთიან, დემოკრატიულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის გზამკვლევად იქცეს.

 

პარტიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, მოსახლეობაში ჩამოყალიბდეს განცდა, რომ ცხოვრობს მშვიდობიან, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით,

 

 

 

 

7

 

 

ყურადღება უნდა გამახვილდეს ტერორიზმის საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე, კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.

 

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების როლი და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაცია.

 

სწორედ ამიტომ ჩვენი პარტია ხელს შეუწყობს:

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინიციატივების წახალისებას; პოლიციის რეფორმას;

 

ქვეყნის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მუნიციპალური ინსპექციის შექმნას, რომლის სატესტო რეჟიმში ამოქმედება რელევანტური იქნება სწორედ აჭარის ავტონომიურ

 

რესპუბლიკაში.

იდენტური მიდგომის გავრცელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე.

 

 

 

სამართლებრივი სახელმწიფო და რეგიონული პოლიტიკა

 

პარტია იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პოსტულატს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუმც აცნობიერებს, რომ დეკლარირებიდან რეალობამდე საკმაოდ დიდი სივრცეა.

 

საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ჭიანურდება სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 29 წლის შემდეგ ხალხი ჯერ კიდევ ითხოვს კანონის უზენაესობის დაცვას, სამართლიანობას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, უარს ამბობს შერჩევით სამართალზე, რომლის აღმოფხვრაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს აქვს შანსი და ამ შანსის გამოყენებაზე იმუშავებს ჩვენი პარტია, რათა:

 

არ იქნეს მიღებული ისეთი სამართლებრივი აქტები, რომლებიც კონფლიქტში მოვა აჭარაში

 

მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან; დაცული იქნეს თანასწორობის პრინციპი სამართლებრივი აქტების მიღებისა და

 

აღსრულების დროს; მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 

მაკონტროლებელი  ბერკეტები.  მაქსიმალური  ყურადღება  მიექცეს  აჭარის  ავტონომიური

 

რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს.

 

აქტიურად იქნეს გამოყენებული თემატური მოკვლევის მექანიზმები. საჭიროების შემთხვევაში, პარტიამ შეიმუშაოს ცვლილებათა პაკეტი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, სადაც სრულად იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პრინციპები.

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

იმავდროულად:

 

პარტია  დიდ  ყურადღებას  დაუთმობს  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მიღებული  ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და

 

უმაღლეს საბჭოს შორის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.

 

გამოიყენებს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას და საქართველოს პარლამენტთან კოორდინირების გზით, უმაღლესი საბჭო აქტიური მონაწილეობას მიიღებს

 

რეგიონული პოლიტიკის გატარებაში.

 

პარტია აქტიურად ჩაერთვება ავტონომიური რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემის დახვეწის პროცესში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ მიმართულებით შესამუშავებელია ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკა, რომელიც გამოყენებული იქნება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

 

ჩვენი პარტია მაქსიმალურად იაქტიურებს კორუფციის ფაქტების გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში. მოსახლეობასთან კომუნიკაციით, ხალხთან ერთად გაასაჯაროვებს და ამხელს ყველა უკანონობას იმდენად, რამდენადაც კორუფციის პრობლემა, რეგიონულ დონეზე დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, სადაც სახელმწიფო ჩინოვნიკთა თვითნებობა ყოველგვარ ზღვარს სცდება.

 

ამ მიზნით პარტია გეგმავს:

 

აქტიურად იქნეს გამოყენებული კომისიების შექმნის სათანადო მექანიზმები, რაც უმაღლესი

 

საბჭოს რეგლამენტით არის დადგენილი; შექმნას სპეციალური სახალხო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც განიხილავს მოქალაქეთა

 

საჩივრებს უმაღლეს საბჭოში, დაიბარებს ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს და მოსთხოვს მათ ანგარიშებს, სავარაუდო კორუფციასთან, თუ საბიუჯეტო სახსრების

 

არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

 

საზოგადოებრივი   ცნობიერების   ამაღლებას   და   მოსახლეობასთან   შეხვედრებს,   რათა მაქსიმალურად  იქნეს მიწოდებული  ინფორმაცია  პარტიის მიერ  განხორციელებულ ანტი-

 

კორუფციულ საქმიანობაზე.

 

ყურადღება მიაქციოს სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების საკითხებს, რადგან სწორედ ამ ფორმით ხდება არაკანონიერი გზით ბიუჯეტის სახსრების მითვისება.

 

პარტია ასევე:

 

განსაკუთრებულ  ყურადღებას  მიაქცევს აჭარის სამართალდამცავთა ქმედებებს, ნებისმიერ

 

ფაქტს, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს; შეიმუშავებს მოქნილ მოდელს, აჭარის სამართალდამცავი სისტემის სტრუქტურების

 

რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის; მიიღებს ლუსტრაციის სამართლებრივ აქტს;

 

 

 

9

 

 

პრიორიტეტს   მიანიჭებს   ადგილობრივი   პროფესიული,   ღირსეული   კადრების, განსაკუთრებით   ახალგაზრდების   მოზიდვას   სამართალდამცავ   სტრუქტურებში,

 

სამუშაოდ.

 

აამაღლებს მოსახლეობის ნდობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ, რადგან დღეს მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობა ძალზე დაბალია, რაც უდიდეს გამოწვევად რჩება.

 

პარტია ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბებას. პარტიას მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალი და სტატუსი დღეს, ფაქტობრივად, არ არის რეალიზებული. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება და გატარება, რასაც პარტია მხარდაჭერის შემთხვევაში გეგმავს.

 

 

 

 

პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის განხორციელება, პატიმართა უფლებების დაცვა

 

 

 

 

აჭარაში უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ნდობის ჯგუფი, რომელსაც შეეძლება ზედმეტი რეგულაციების გარეშე მონიტორინგი განახორციელოს სასჯელაღსრულების სისტემაში, აჭარაში საცხოვრებლად რეგისტრირებული პატიმრების უფლებების დაცვაზე.

 

. დანაშაული ჩადენილია, სამართლებრივად საკითხები განხილულია, სასჯელს იხდის, მაგრამ მოხდის პერიოდში პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული;

 

. შესწავლილი იქნება წინსწარი პატიმრობის (აღკვეთი ღონისძიების) გამოყენების მოტივაცია;

 

. შევიმუშავებთ სწორ რეკომენდაციებს, რაც აისახება სამართლებლივ აქტებში. შესაძლებლად მიგვაჩნია წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შეზღუდვა ეკონომიკური სახის დანაშაულზე, რომლის შეფასება პირველივე ეტაპზე ხდება. მოსაძებნია ზარალის ანაზღაურების მექანიზმები. ანალოგიური შეზღუდვის პრაქტიკა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მსუბუქ დანაშაულობებზეც.

 

. შესასწავლია ის საფუძვლები, ასე სწრაფად რატომ ხდება შემაკავებელი ორდერის გამოწერა და პატიმრობა.

 

. კონტროლზე ავიყვანთ მიყურადების, უკანონო მოსმენებისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის საკითხებს.

 

  • ვიქნებით პროაქტიურები ამინისტიის შემუშავების პროცესში.

 

  • მხარს დავუჭერთ ოჯახთან პატიმრების კონტაქტის გაძლიერებას (ელექტრო სამაჯურების გამოყენებით და სხვა საშუალებებით).

 

 

 

 

 

 

10

 

 

  • არასრულწლოვან პატიმრებს სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით მიეცემათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალება.

 

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა და საგარეო პოლიტიკა

 

პარტიის წევრები თანხმდებიან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთობა უცხოეთთან, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკით არის ნაკარნახევი, რომელშიც აჭარის როლი თვალნათლივ იკვეთება.

 

აჭარასა და მის ხალხს პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია რეგიონული და სამეზობლო პოლიტიკის წარმოებაში.

 

კერძოდ:

 

ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაარეგულიროს მეზობრლ თურქეთთან

 

პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები; მოამზადოს ეკონომიკურ-კულტურული პროგრამები ოკუპირებულ აფხაზეთთან დიალოგის

 

დასაწყებად და კონფლიქტის მოსაგვარებლად პროცესების გაჯანსაღების პერსპექტივით; გამოიყენოს აჭარაში მცხოვრები აფხაზების ნათესური კავშირები ენგურს გაღმა მცხოვრებ

 

მოსახლეობასთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად და ურთიერთობების გასაახლებლად; აჩვენოს, როგორია რეალურად აფხაზებისა და აჭარის ქართველების თანაცხოვრება, ისევე

 

როგორც სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა.

 

აჭარის ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისა და ენგურს გამოღმა მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებას, რისთვისაც აუცილებელია შეიქმნას სპეციალური პროგრამები.

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაახლოებასა და მისი ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ბათუმთან და სხვა მუნიციპალიტეტებთან

 

დაძმობილებული რეგიონების რაოდენობის გაზრდას; საგარეო პოლიტიკის გატარების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 

პოტენციალისა და პრიორიტეტების განსაზღვრას; საქართველოს შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაში აჭარის ადგილის გამოკვეთას;

 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებების, მსოფლიო დონეზე მისი ავტორიტეტისა და შესაძლებლობების გაზრდას. აჭარის ეკონომიკის გასაძლიერებლად სპეციალური პროგრამების შემუშავებას, საგადასახადო საკითხების დარეგულირებას, რათა აღნიშნული იქცეს იმ მოდელად, რომელიც მომავალში გამოყენებული იქნება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში.

 

სწორედ ამიტომ, პარტიას საჭიროდ მიაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების დანიშნვნა და მათი კოორდინებული მუშაობა:

 

 

 

 

 

11

 

 

ა) საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკის შესამუშავებლად;

 

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან;

 

გ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის) დროებით ადმინისტრაციასთან.

 

 

 

აჭარის როლი საქართველოს თავდაცვის სისტემის ცვლილებისა და შეიარაღებული ძალების განმტკიცებაში

 

პარტიასა და მის წევრებს გაცნობიერებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი ხალხის განსაკუთრებული როლი საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღებაში, განსაკუთრებით, 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული უმძიმესი შედეგების აღმოფხვრის პროცესში.

 

პარტია აქტიურად იმუშავებს, რათა:

 

აჭარის  მოსახლეობის  მშვიდობიანი  თანაარსებობა  იყოს  შეკავებისა  და  ურთიერთობების

 

დარეგულირების გარანტი; ხელი შეეწყოს აჭარის ახალგაზრდობაში ისეთი განწყობების შექმნას, რომ მუდმივი

 

მზადყოფნა გამოხატონ ქვეყნის დასაცავად და სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად; დააინტერესოს და შეასწავლოს საქართველოს ისტორია მოსწავლე-ახალგაზრდობას. ხელი

 

შეუწყოს წარსულისა და დღევანდელი ვითარების კრიტიკულ შეფასებას, რათა მომავალში

 

თავიდან იქნეს აცილებული პრობლემები; შემუშავებულ იქნეს აჭარის რეგიონის კრიზისების მართვის გეგმა;

ცენტრალურ  ხელისუფლებასთან  კოორდინაციით,  შემუშავებულ  იქნეს  ავტონომიური

 

რესპუბლიკის თავდაცვის რეგიონული დოქტრინა და სწრაფი რეაგირების გეგმა,; გადაიხედოს და ხელახლა შეფასდეს შიდა და საგარეო რისკები, რომლებიც ემუქრება აჭარას

 

და არა მხოლოდ ( მათ შორის ტერორიზმის საფრთხეები და სხვა).

 

სახე + მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს ავღანეთში და სხვა ლოკაციებზე განლაგებულ მსოფლიო სამშვიდობო დანაყოფებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მონაწილე ჯარისკაცებისა და თავდაცვის ძალებში მყოფი პირების მიმართ.

 

პარტია ყველა ღონეს იხმარს, რათა:

 

აჭარის  ავტონომიურ  რესპუბლიკაში  მცხოვრებ  ვეტერანებს  ჰქონდეთ  ღირსეული

 

საცხოვრებელი პირობები.

 

შეისწავლოს ვეტერანთა პრობლემები და ამ მიმართულებით, აჭარის საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები.

 

 

 

 

 

 

 

12

 

 

ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში უზრუნველყოფილ იქნეს ვეტერანთა კლუბებისა  და  რეაბილიტაციის  ცენტრების  გახსნა,  სადაც  შესაძლებელი  იქნება

 

მსჯელობა ვეტერანთა პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე.

 

აჭარის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციის გზით, პარტიამ უზრუნველყოს ფართე კამპანიის ჩატარება იმისათვის, რომ აჭარის მოსახლეობამ იცოდეს თავისი ძველი და ახალი დროების გმირთა ისტორია. მოეწყობა გამოფენები, დაიბეჭდება სპეციალური ბუკლეტები, წიგნები მათ ცხოვრებაზე, გმირობის ეპიზოდებზე. აჭარის სკოლებს, გარკვეულ უბნებს, მოედნებს, ქუჩებს მიენიჭებათ აჭარის სახელოვან შვილთა, მებრძოლი გმირების სახელები მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, რაც აამაღლებს ჩვენი მოქალაქეების სამხედრო-პატრიოტულ სულისკვეთებას.

 

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

ომში   დაღუპულთა   ოჯახებისთვის,   ვეტერანებისთვის   განკუთვნილი   სოციალური დახმარების პროექტებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ჩართვას, მოხალისეობის ინსტიტუტის

 

განვითარებას;

ვეტერანთა შრომასა და აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმას და ახალი პროფესიების დაუფლების

 

გზით, მათი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას; ვეტერანების ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გააქტიურებას;

 

საჯარო ლექციების, კონფერენციების ჩატარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

 

რეგიონების როლის გაძლიერების საკითხებზე; სოლიდარობის კამპანიის დაწყებას — „შენთვის და შენი დამცველისთვის“, რაც განაპირობებს

 

საზოგადოების აქტიურ ჩართულობას აჭარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში.

 

პარტია შესთავაზებს წინადადებებისა და პროექტების პაკეტს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მონადირეთა საზოგადოებებს და ამით ხელს შეუწყობს პოზიტიური პროცესების განვითარებას, რათა მხოლოდ ისტორიას არ შემორჩეს,

 

ეთნოგრაფიულ ექსპონატად არ იქცეს „მაჭახელა“, სხვა საბრძოლო იარაღი. არსებული ისტორიული გამოცდილების ბაზაზე მოხდება ქართული სანადირო თუ საბრძოლო იარაღის დამზადება. იარაღის ოსტატთა ახალი თაობის აღზრდა.

 

 

 

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები

 

კვლევების   შედეგებზე                       დაყრდნობით                          პარტია   აცხადებს,   რომ   აჭარის დემოკრატიული,

 

მშვიდობიანი განვითარების პროცესში გამოიკვეთა ეკონომიკის კონკრეტული პრიორიტეტები. განვითარდა სამშენებლო, ტურისტული, მეციტრუსეობისა და მეხილეობის დარგები.

 

 

 

 

 

13

 

 

აღმავლობას განიცდის სამშენებლო ბიზნესი და ტურიზმი. აჭარამ, გამორჩევით ბათუმმა, განსხვავებული იერსახე შეიძინა. გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმც სხვა დარგების განვითარება საგრძნობლად შეფერხდა.

 

2020 წლის გაზაფხულიდან მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, კოვიდ 19-ის პანდემიამ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

 

უდიდესი საფრთხე შეექმნა ტურისტული სექტორის განვითარებას, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ეკონომიკის ჩამოშლის პროგნოზებმა, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტის შემოსავლები. 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საქართველოს საგარეო ვალმა. წარმოიშვა ხელფასების, პენსიების გაცემის პრობლემა, დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, საწარმოო დაწესებულებები. გარკვეული სამუშაოების შესრულება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ხდებოდა და ხდება.

 

პარტიის წევრები აანალიზებენ არსებულ ვითარებასა და მოულოდნელობის ზეგავლენის მასშტაბებს და თანხმდებიან:

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მხოლოდ ტურიზმი ვერ გააძლიერებს ეკონომიკას, მხოლოდ ის ვერ იქცევა სტრატეგიული განვითარების პოზიტიურ ფაქტორად. აუცილებელია წახალისდეს სხვა დარგები, კერძოდ:

 

გემთმშენებლობა. საქართველოს, როგორც სასაზღვარო ქვეყანას, აქვს საზღვაო აკადემია, პროფესიული სასწავლებლები, ამზადებს მეზღვაურებს, ტექნიკურ პერსონალს, მაგრამ არა აქვს გემები. უძველეს კოლხეთში, ძველ დროსა და ახლო წარსულში, გემთმშენებლობის დიდი გამოცდილება დაგროვდა. საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში გადიოდა გემთმშენებლობისთვის საჭირო მასალები. ჩვენს დროში ბათუმში არსებული გემთსაშენი განადგურდა და მის აღსადგენად დღემდე არაფერი კეთდება.

 

აჭარის საუკეთესო საზღვაო საქმის სპეციალისტები, მეზღვაურები სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე, არც თუ ისე სახარბიელო სახელფასო ანაზღაურებით მსახურობენ. დადასტურებულია მეკობრეთა მიერ მეზღვაურთა გატაცების, ტყვეობაში ყოფნის არაერთი შემთხვევა, რაც უმძიმესი დარტყმაა არა მხოლოდ ოჯახებისთვის, კერძოდ აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

 

ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს:

 

მეზღვაურთა უფლებების დასაცავად;

 

მეზღვაურთა   ოჯახების,   მათი   შვილების   მორალური   თანადგომისთვის,   არსებული

 

პრობლემების გადასაწყვეტად; საზღვაო აკადემიის, ტექნიკური პარკების, პროფესიული სასწავლებლების ბაზის

 

რეაბილიტაციისა და გასავითარებლად, პროფესორ-მასწავლებელთა, ტექნიკური პერსონალის სახელფასო ანაზღაურების გასაზრდელად, შესაბამისი პროგრამების შესემუშავებლად.

 

პარტია მხარს დაუჭერს:

 

 

 

14

 

საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების საერთაშორისო ფორუმებში, სტუდენტურ

 

კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას, მათი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას.

 

პრიორიტეტად უნდა იქცეს საავიაციო დარგის განვითარება და მისი მხარდაჭერა ცენტრალური და რეგიონული მასშტაბებით.

 

პარტია თვლის, რომ აუცილებელია აჭარის ახალგაზრდობის მომზადება სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისთვის, რაც გაზრდის მნიშვნელოვან რეგიონში საკადრო პოტენციალს, შექმნის დასაქმების ხელშემწყობ პირობებს.

 

აჭარის რეგიონში უნდა გაიხსნას საავიაციო სასწავლებელი, რისთვისაც აუცილებელია შეიქმნაა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დარგის მცოდნე ყველა რანგის პროფესიონალ სპეციალისტებად მოსამზადებლად.

 

სამშენებლო დარგის განვითარება:

 

აჭარაში დიდი ტემპით განვითარდა სამშენებლო ბიზნესი. გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და, გარკვეულწილად, ანაზღაურება, მაგრამ პარტიას მიაჩნია, რომ:

 

შენობების რაოდენობის ზრდა, მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებას არ

 

შეესაბამება; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა პრიორიტეტულად ვერ იქცა ორივე მხარისთვის

 

(დასაქმებული და დამსაქმებელი), რაც შრომის უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებასა და

 

ცხოვრებაში გატარებას მოითხოვს.

 

ქალაქის დაგეგმარების, სამშენებლო პოტენციალის ზრდასთან ერთად, აუცილებელია, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალ მშენებლობებზე იქნეს აქცენტი გადატანლი: — დაბების,

 

სოფლების, ხალხთა განსახლების გააზრებულად გათვლაზე. აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება;

 

იაფი მუშახელის გამო აჭარაში გაიზარდა უცხოური ინვესტიციების რაოდენობა. უპირველეს ამოცანად უნდა იქცეს ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობა.

 

პარტია ხელს შეუწყობს ბიზნეს „სტარტ-აპების“ განვითარებას აჭარაში. დამწყებ ბიზნესმენებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ექნებათ. ჩამოყალიბდება გამოცდილების გაზიარების ცენტრები, სადაც შესაძლებელი იქნება კონსულტაციების მიღება.

 

ჩვენი პარტია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მოქალაქეთა აქტიურ და მასობრივ ჩაბმას საქართველოს, მათ შორის, აჭარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტებში და მიაჩნია, რომ:

 

ნაკლებად არის გამოყენებული აჭარაში მცხოვრებთა ისტორიული, ტრადიციული გამოცდილება უძველესი დარგების ასაღორძინებლად, ეკონომიკის ერთიან ჯაჭვში მათი ინტეგრირებისთვის.

 

 

 

 

 

15

 

 

ხელი უნდა შეეწყოს მსუბუქი მრეწველობის განვითარებას. გაიხსნას მინი სამკერვალო (და არა მხოლოდ) სახელოსნოები პროგრამის ფარგლებში: — „აწარმოე საქართველოში“.

 

სამღვდელო სამოსი აჭარაში იკერებოდა. აქ მზადდებოდა საეკლესიო სამკაულები, ფარდები, ოლარები, ხატების ფარდები, მღვდელ-მთავართა შესამოსლები. მთელ ქრისტიანულ სამყაროს გასწვდება აჭარის ხალხის ოსტატობა. ამის პოპულარიზაცია ინტერნეტის ეპოქაში იოლად არის შესაძლებელი.

 

აჭარლები პირბადეებს ქსოვდნენ, ყაბალახებს, შალის ჩარიფაშებს საუკეთესოდ კერავდნენ. აჭარის ქართველები ცნობილი ოსტატები იყვნენ. მათ შესახებ წერდნენ: „კაცნი ხელოვანნი,

 

ხის მუშაკობით“(ზაქარია ჭიჭინაძე). აუცილებელია აღდგეს და განვითარდეს ხეზე კვეთის

 

ხელოვნება, ხელი შეეწყოს ახალი ოსტატების მომზადებას, ხალხური რეწვის განვითარებას. აჭარა რკინის მეტალურგიის უპირველესი კერა იყო. ეს აჭარელთა სპეციალიზაციაზეც

 

აისახა. აჭარამ უნდა აღადგინოს უძველსი ტრადიცია და ხელი შეუწყოს დეკორატიული ღობეების, რკინის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას, ადგილობრივ წარმებას, რომლის არაერთი ნიმუშია შემონახული აჭარაში.

 

 

 

სახე + და „ქვითხუროები“

 

აჭარა ცნობილი იყო „ქვითხუროებით“, ქვის დამუშავების ოსტატებით. აჭარამ უნდა გამოიყენოს ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობისა და ქვაზე ნაკვეტი ორნამენტებით შემკული ბუხრების დამზადების გამოცდილება. დანდალოს, მახუნცეთის აჭარისწყლის, კინტრიშის, მაჭახელას ხიდებმა საუკუნეებს გაუძლო. აჭარის მთიანეთში დღესაც აქტუალურია, სოფლებსა და დსახლებულ თემებს შორის ქვის ხიდების გადება და ტრადიციის აღდგენა, ბუხრების დამზადებისა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.

 

 

 

მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვა

 

პარტია დაიცავს მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელოვნურად წარმოქმნილი მონოპოლისტური გავლენებისგან და აღკვეთს განვითარების ყოველგვარ ხელშემშლელ მცდელობებს.

 

გაასაჯაროებს არაკანონიერ ქმედებებს, ანტიმონოპოლისტურ სამსახურს მოსთხოვს ფუნქციების შესრულებას, მეწარმეთა უფლებების დასაცავად.

 

ჩვენ დავიცავთ მოსახლეობის ინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებისას.

 

გავასაჯაროებთ ტენდერებში მონაწილეთა ვინაობას, შესაძლებლობებს, გავატარებთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა არ მოხდეს კორუფციული გარიგებები ტენდერების მოსაგებად, პირდაპირი მიყიდვის, გამარტივებული წესებით სახელმწიფო სახსრების ფლანგვა, საჯარო მოხელეებთან დაახლოებულ პირებზე გადაცემა, გაუმართლებელი, წინასწარი ჩარიცხვებით.

 

 

16

 

 

პარტია განახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომ ტენდერებში გამარჯვებულებს არ მიეცეთ ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, არაერთგზის მოახდინონ გაუმართლებელი გადავადება, რაც ზრდის კორუფციის საფრთხეებს.

 

ტურიზმი  აჭარის  პრიორიტეტული                   მიმართულებაა.                  აუცილებელია   მისი განვითარება.

 

პარალელურად საჭიროა არაერთი აუცილებელი ღონისძიების გატარება:

 

გიდების  გადამზადება.  აჭარაში  შექმნილია  ტურიზმის  გიდების  ასოციაცია.  ჩვენ  ხელს შევუწყობთ  გიდების  გადამზადების  პროცესის  ხარისხიანად  წარმართვას.  გიდები  უნდა გახდნენ  საქართველოსა  და  მისი  აჭარის  მაღალკვალიფიციური  „ელჩები“  მსოფლიოს

 

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

 

უნდა განისაზღვროს დამატებითი ტურისტული მიმართულებები. საკმარისი არ არის ღორჯომი-ბახმაროს, კინტრიში-ჭვანის, ჩიხური-გოდერძის უღელტეხილის ახალი გზები და ბილიკები.

 

პარტია მხარს დაუჭერს ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ:

 

საქართველოსა და მისი აჭარის ისტორიისა და კულტურის შესახებ წიგნების, ბუკლეტების, ფოტო-ალბომების,  ტურისტული  ტურების  თემატიკის  მიხედვით  საგზაო-შემეცნებითი

 

რუკების გამოცემას; ტურისტებისთვის შესაძლებელს გახდის ისტორიული ძეგლების, აჭარული სამოსის,

 

ტრადიციების, სამზარეულოს წარდგენას, პოპულარიზაციასა და სწავლების შეთავაზებას.

 

პრიორიტეტულს გახდის მუზეუმების, ისტორიულ-კულტურული ცენტრების, ნაკრძალების ტურისტულ მიმართულებებს. პარტია დააწესებს საუეთესო გიდის ტიტულს.

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფას ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;

 

ბანკებისადმი ნდობის ამაღლებას და ბანკების მოვალეობების საჯაროობას; პარტია ადასტურებს, რომ მოქალაქეების საბანკო ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში კაბალურია. ბანკების მხრიდან არ არის გამოხატული ნება, ხელი შეუწყონ ბენეფიციარებს. ბანკებმა დაივიწყეს თავიანთი ძირითადი ფუნქცია და სხვა ბიზნეს სფეროებში გადაიჭრენ. მათ არ სურთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამიტომ სახეზეა მაღალპროცენტიანი კრედიტები და სადამსჯელო ღონისძიებები.

 

პარტია განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს:

 

ფინანსური ცოდნის გაღრმავებაში;

 

ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში დაეხმარება სპეციალური ჯგუფებით, საბანკო საქმის პროფესიონალებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი მძიმე შედეგები — საქართველოსა და მისი აჭარის ხალხის უძრავი და მოძრავი ქონების დაუფლება ბანკების კერძო მევახშეების მიერ.

 

 

 

 

 

 

17

 

 

პარტია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ არემოებას, რომ 2019 წელს, ექვს თვეში ოპერირებული თხუთმეტი ბანკიდან თოთხმეტმა დაისაკუთრა ხალხის 220 407 109 ლარის ქონება. მათ შორის საქართველოს ბანკმა 97 601 889 ლარის, თბს ბანკმა 76 800 696 ლარის, ქართუ ბანკმა 16 601 241 ლარის, ბაზის ბანკმა 13 192 769 ლარის. ვთბ ბანკმა „ჯორჯიამ“ 9 570 309 ლარისა და სხვ. ეს ყველაფერი მხოლოდ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით. ანალოგიური ვითარებაა 2020 წელსაც.

 

 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი საკითხები

 

პარტიას მიაჩნია, რომ აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ხალხისთვის მიწის დაუყოვნებლივი რეგისტრაცია ნომერ პირველ ამოცანად უნდა იქცეს.

 

მარტო 2012 წლამდე აჭარაში 4 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია 1 ლარად გასხვისდა. ანალოგიური ვითარებაა 2020 წლისთვის.

 

საქართველოში პირველად აჭარაში აღინიშნა მოსახლეობის „ნიადაგური მიგრაცია“. მოსახლეობამ მიატოვა სოფლების დიდი ნაწილი, რადგან მაღალი მჟავიანობის გამო, ნიადაგი გამოსაყენებლად უვარგისი გახდა.

 

ამ პრობლემისადმი გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია.

 

პარტიას პირველი რიგის ამოცანად მიაჩნია:

 

ნიადაგების შესწავლა, მოვლა-პატრონობა;

 

დაცლილ სოფლებში ხალხის დაბრუნება და უძველესი, მივიწყებული დარგების აღდგენა;

 

აქცენტირება „სოფლის ტურიზმზე“, კულტურულ ეკოლოგიურ ტურებზე, ტრადიციული

 

აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე.

ასეთ სოფლებთან უხვმოსავლიანი სოფლების დაკავშირება. ურთიერთსასარგებლო სავაჭრო

 

კავშირების დამყარება.

აჭარის მთიანეთში სოფლის საშუალო ფერმერების მხარდაჭერა, მთიანი ზონების

 

ადაპტირებული ინოვაციური ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა; ნიადაგის ექსპრესნესტირების საკითხში მოსახლეობის დახმარება;

 

საერთო სარგებლის საძოვრების შენარჩუნება და მათი მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა; სოფლებში ბიო გაზის დანადგარების ქსელის გაფართოება; დაფინანსების წყაროებზე

 

ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფოს მიერ სპეციალური პროგრამების შემუშავება; ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, სახელმწიფო დაზღვევასა და პროდუქციის

 

სწრაფ რეალიზებაში ხელშეწყობა.

სახელმწიფოს მიერ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაში სუბსიდირება.

 

პარტია განახორციელებს აქტივობებს, სოფლებში მცირე საწარმოების ქსელის გასაფართოებლად, მიღებული მოსავლის ადგილზე გადასამუშავებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროდუქციის დაზიანება, გაფუჭება და ზარალი.

 

 

 

18

 

უნარჩენო წარმოების განვითარება. დროა ვისწავლოთ ნარჩენების დახარისხება და

 

გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზების ამუშავება; სოფლებში ცენტრალური და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის რადიკალურად

 

გაუმჯობესება; რეგიონის სრული გაზიფიცირება, რაც აუცილებელია, ხე-ტყის უკანონო ჩეხვის თავიდან

 

ასაცილებლად; სწორად არის დასაგეგმი სანიტარული ჭრების საკითხი. ფლორისა და ფაუნის

 

კვალიფიციური დაცვა.

ხანძრების პრევენცია. აჭარა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო

 

ტექნიკით, სახანძრო მანქანებით, მაღალი კვალიფიკაციის მეხანძრეებით.

 

სწრაფი, ორგანიზებული სადისტრიბუციო ქსელის ამუშავება, რაც გააუმჯობესებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფინანსურ უზრუნველყოფას.

 

პარტიას მიაჩნია, რომ აუცილებელია:

 

ეკოტურიზმისა და აგრარული ტურიზმის განვითარება ზემო აჭარაში;

 

ინტერნეტის დაფარვის ზონების გაზრდა, საინფორმაციო სივრცეში სოფლის,

 

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართვა და მათი საქმიანობის წარმოჩენა.

მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის მოხალისეობის ხელშეწყობით, მარტივი

 

საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უფროსი თაობის ადამიანებისთვის დაუფლება.

ყველა ოჯახში თვითკმარი მეურნეობის შექმნა და განვითარება პროდუქციის რეალიზაციის

 

მიზნით.

 

რძისა და რძის პროტუქტების წარმოება. აჭარა კონკურენციას უწევდა გერმანულ და სხვა ქვეყნების მიერ შემოტანილ თუ ადგილზე დამზადებულ არაჟანს, ყველს, ნადუღსა და სხვა.

 

პარტია აცხადებს, რომ თევზჭერის, ნადირობისა და სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ლიცენზიები უნდა გაიცეს სახელმწიფო ორგანოებისა და არა კერძო კომპანიების მიერ.

 

ჩვენი პარტია აღნიშნავს, რომ აჭარისთვის დამახასიათებელია მცირემიწიანობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ხალხი ახერხებდა სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგის განვითარებას.

 

აჭარა განთქმული იყო ჩაის პლანტაციებით, ციტრუსოვანი ბაღებით, მებაღეობით, მემინდვრეობით, მეფუთკრეობით, თამბაქოს მოყვანითა და წარმოებით. ცნობილია გრძელხორთუმიანი ქართული ფუტკარი, რომელიც მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. მის განვითარებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება. ასევე ყურადღებას იმსახურებს მაჭახელას თაფლის წარმოება და მეთამბაქოება. აჭარაში სიგარა გამოდიოდა, სახელწოდებით, „გონიო“.

 

მთიან აჭარაში განვითარებული იყო მესაქონლეობა, ზღვისპირეთში — მეთევზეობა. მიზანშეწონილია აჭარის მთიანეთის ტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილებში „მუშა პირუტყვის“ რაოდენობის გაზრდა და გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს დამოდგამების, განათხოვრების ტრადიციული წესების აღდგენას და ამით კიდევ უფრო დაახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან.

 

 

 

 

19

 

 

პარტიას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ აჭარის რეგიონში უნდა შექმნას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშემწყობი გარემო.

 

სუბსიდირების რაოდენობა უნდა გაიზარდოს;

 

სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა დაფინანსდეს ჩაის პლანტაციების აღდგენისა და

 

გაშენების პროექტები; დაზღვეულ უნდა იქნეს ერთწლიანი კულტურების მოსავალი, ბუნებრივი სტიქიების

 

გათვალისწინებით; ადგილებზე უნდა მოხდეს პროდუქციის მიმღები ცენტრების გახსნა, რათა მეურნეს არ

 

ჰქონდეს ტრანსპორტის პრობლემა, დაიზღვიოს თავი ზარალისგან, პროდუქციის

 

გაფუჭებისგან.

სწორად უნდა დაიგეგმოს დისტრიბუციის ქსელის გაშლის არეალი;

 

პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების საკითხს.

 

სახელმწიფო ორგანიზაციებმა, სკოლებმა, საბავშვო ბაგა-ბაღებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა წინასწარი ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ უშუალოდ მწარმოებლებთან, რათა გაიზარდოს ურთიერთდაზღვევის მექანიზმების ეფექტურობა.

 

 

 

აჭარის ბუნებრივი სიმდიდრეები

 

აჭარაში მოიპოვება: ოქრო, სპილენძი, ვერცხლი, ტყვია, რკინა, ალუმინი ტორფი.

 

სამშენებლო მასალებიდან აღრიცხულია: ანდეზიტი, ბაზალტი, დიაბაზ-გაბრო, სააგურე თიხა.

 

მოიპოვება ძვირფასი ქვები: ოპალი, ქალცედონი, დოლერიტი, იასპირისი, გაქვავებული ხე და სხვა.

 

აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის საბადოები;

 

შესაძლებელი გახდა ქიმიური ელემენტების მოპოვება: ცეზიუმის, კადმიუმის, ტელურის, გალიუმის, სელენისა და სხვა.

 

პარტია აცხადებს:

 

აჭარის სიმდიდრეთა უდიდესი ნაწილი არ ხმარდება აჭარის მოსახლეობას!

 

პარტია განახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ ფლობს აჭარის ბუნებრივ სიმდიდრეებს, რა მდგომარეობაა მათი განკარგვის თვალსაზრისით.

 

პარტია მოამზადებს სოციალურ პროგრამას, აჭარაში არსებული სიმდიდრეების ხალხის სასიკეთოდ გამოსაყენებლად. პარტია გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, აჭარის ხელისუფლებამ აღძრას საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე შავი

 

 

 

 

20

 

 

ზღვის აუზის ფსკერის შესასწავლად და მოითხოვოს გაზისა და სხვა საბადოების საძიებო სამუშაოების დაფინასება.

 

პარტია ხალხს განსახილველად წარუდგენს პროექტს, როგორ მოხდება წელიწადის ყველა დროში აჭარის მთიანი ზონისა და ზღვისპირეთის შესაძლებლობების გამოყენება.

 

მტირალას დასავლეთის კალთა ამჟამად საზაფხულო დასვენების ზონაა. ის უნდა იქცეს გვიან შემოდგომამდე ტურისტების მიზიდულობის ცენტრად კავკასიონის მთაგრეხილების, ანატოლიის შავი ზღვის სანაპიროს, პონტოს მთების პანორამებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

 

ჩვენ პოპულარიზაციას გავუწევთ აჭარის მთიანეთის მწვანე ტბას, აჭარის ჩანჩქერების — მახუნცეთის, ქვედა და ზედა ჩხუტუნეთის, თხილსნარის, ხაას, ჩაქვის წყლის უნიკალურ სანახაობებს.

 

პარტია ხელს შეუწყობს მთასვლელთა და მაშველების მომზადებას. მსოფლიოს ახალგაზრდობას ინტერნეტით მიაწვდის ცნობებს აჭარის მწვერვალების: ყანლის, საყორნიას (2752მ), ხევას (2810მ), შამბალეთის (2688მ) და სხვათა შესახებ, მათი ამ რეგიონით დაინტერესების მიზნით.

 

სათანადო პირობებით უზრუნველყოფს ზაფხულისა და ზამთრის ალპინიადების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს აჭარის პოპულარიზაციას.

 

 

 

სოციალური სამართლიანობის დაცვის საკითხები

 

პარტიის სტრატეგიულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, თუმც ამ მიმართულებით რეალურ პრობლემებს ვაწყდებით.

 

აჭარაში:

 

შეფერხებულია სოციალური სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის

 

უზრუნველყოფის პროცესი; ათეული წლების მანძილზე ხალხის მიერ შექმნილი ერთობლივი ქონების უდიდესი ნაწილი

 

არაკანონიერი გზებით აღმოჩნდა კერძო პირების საკუთრებაში; არათანაბარია სახელფასო გადანაწილების პრაქტიკა.

 

საქართველოში 2019 წელს ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო 488 პირმა, ხელფასის სახით, 100 ათას ლარზე მეტი 14,449 ადამიანმა, 90 ათასიდან 100 ათას ლარამდე 2899 პირმა, 80და 90 ათასამდე 3982-მა და სხვა.

 

წლიური დარიცხული ხელფასით, საშუალოდ, 101340 პირის დასაქმებულთა ხელფასი იყო 15000 ლარიდან 20 ათას ლარამდე. ასეთი სოციალური უთანსწორობა შრომის ნორმების უგულებელყოფით ხდება.

 

 

 

 

21

 

რთული მდგომარეობაა აჭარაში.

 

მინიმალური ხელფასის ნორმებია განსაზღვრული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე დაბალი რანგის პერსონალისთვის, კულტურის დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რაც მოსახლეობაში კიდევ უფრო აძლიერებს სოციალური უთანასწორობის განცდას.

 

პარტია თვლის, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ და მათ ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, ასევე,

 

ზეგანაკვეთური სამუშაოს სახელფასო დანამატები; არ უნდა დაიბეგროს მინიმალური ხელფასი, რომელიც ამ ეტაპზე, სულ მცირე, 700-800 ლარს

 

უნდა შეადგენდეს.

 

მწირია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრების პერსპექტივას ზრდის.

 

პარტია ბავშვებს ყოველგვარი ძალადობისგან დაიცავს. ხელს შეუწობს მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, ბედნიერ მომავლას. შეიმუშავებს კონტროლის მექანიზმს, რათა დახმარება, რომელიც ბავშვებისთვის ეძლევათ ოჯახებს, მიზანმიმართულად მოხმარდეს ბავშვს.

 

ხანდაზმულების მიმართ გასატარებელი სოციალური პოლიტიკა

 

პარტია აღნიშნავს, რომ აჭარას აქვს შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას პენსიონერებს, შშმ პირებს. სოციალური სოლიდარობით, სახელმწიფოს თანადგომით, ბიზნესის ჩართულობით ეს მიღწევადია:

 

2021 წლის ოქტომბრისათვის აჭარაში მცხოვრებ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური პენსია 500 ლარი, სტაჟის მიხედვით ზრდადი პენსია — ყოველ წელზე 10 ლარის დამატებით.

 

 

 

აჭარაში მცხოვრებ შშმ პირებზე ზრუნვა

 

პარტია შშმ პირთა მიმართ ყველა იმ აქტივობებს განახორციელებს, რომლებიც სტრატეგიულ პროგრამაშია გაწერილი. პარტია ყურადღებით მოეკიდება შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის ფაქტების გასაჯაროებას, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, იმუშავებს საჯარო თუ კერძო სექტორში არსებული დისკრიმინაციული გარემოს აღმოსაფხვრელად და რეაგირებას მოახდენს თითოეულ ფაქტზე. ასევე, აქტიურად იმუშავებს ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი შშმ პირების დისკრიმინაციის მნიშვნელოვანი პრეცედენტები. ასეთ ფაქტებზე დროული რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

22

 

 

პარტიას მიაჩნია, რომ პირი მაშინ არის შეზღუდული, როდესაც გარემო არ არის ადაპტირებული. ამდენად, შშმ პირთათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო პირობები, რაზეც აუცილებლად იზრუნებს ჩვენი პარტია. საჯარო თუ კერძო სექტორში განახორციელებს ადაპტაციის პროგრამებს. მიგვაჩნია, რომ შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სიკეთე დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში.

 

პარტია ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების წარმატებას:

 

აჭარის   ყველა   სკოლაში   იქნება   სპეციალური   მასწავლებელი,   ფსიქოლოგი,   ბავშვთა

 

ჯანმრთელობის კაბინეტი და სხვა.

 

განხორციელდება  პროექტები  შშმ  პირების  დასაქმების  ხელშესაწყობად,  პროფესიული გადამზადების პროცესის დასაჩქარებლად, ადაპტირებული, შესაძლებლობებზე მორგებული

 

სამუშაო ადგილების შექმნითა და კერძო სექტორის ჩართულობით.

 

გაიზრდება  შემოქმედებით  პროცესებში  შშმ  პირების  ჩართულობა.  უზრუნველყოფილი იქნება მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა, ხელშეწყობა. ჩამოყალიბდება

 

თეატრალური დასები, სამხატვრო სტუდიები; ხელი შეეწყობა სპეციალური სპორტული აქტივობების ორგანიზებას აჭარის მასშტაბით.

შშმ პირებისთვის შეიქმნება სპეციალური ინტერნეტ-პორტალი მათ საჭიროებებზე დროული

 

და ეფექტური რეაგირების მიზნით; ხელს შეუწყობს მათ მომზადებას პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

 

ომისა და შრომის ვეტერანები

 

პარტია განახორციელებს აქტივობებს, ომისა და შრომის ვეტერანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად. გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე უკვე აღინიშნა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთ თავში:“აჭარის როლო საქართველოს თავდაცვის სისტემის ცვლილებებისა და შეიარაღებული ძალების განმტკიცების პროცესში“. მოხალისეობის, სოლიდარობის წახალისებით პარტია გაატარებს შემდეგ აქტივობებს:

 

აღრიცხავს ომისა და შრომის ვეტერანთა ოჯახებს, შეისწავლის ვეტერანთა ცხოვრების

 

პირობებს. პრობლემური საკითხების პაკეტს წარადგენს სახელისუფლებო სტრუქტურებში; დახმარება ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით, უშუალოდ ვეტერანებს

 

გადაეცემათ; ყველა ვეტერანისთვის უზრუნველყოფს ჯანმრთელობის 100%-იან დაზღვევას;

 

დაამუშავებს ვეტერანთა დასაქმების კონცეფციას მათი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

 

 

ეკომიგრანტები

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

 

 

 

23

 

აჭარის   რეგიონიდან   საქართველოს   სხვადასხვა   მხარეში   ჩასახლებული   ოჯახების

 

სოციალური პრობლემების დარეგულირებას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად გაანალიზებს პრობლემურ

 

საკითხებს. დაამყარებს კომუნიკაციას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან

 

ეკომიგრანტთა პრობლემების მოსაგვარებლად; ეკომიგრანტთა ინტეგრაციას ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

 

აჭარული ტრადიციების, სამზარეულოს, ხალხური რეწვის, ხელოსნობის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, მწერლობის პოპულარიზაციასა და განვითარების გზების ძიებას.

 

 

 

ოჯახი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 

განვითარების საყრდენი

 

პარტიის კომპლექსურ პროგრამაში გაწერილი მიმართულება — “საქართველოს მოქალაქეთა, ოჯახების განმტკიცება, ქალთა, მშობელთა, მეურვეთა და ბავშვთა უფლებების დაცვა“ აჭარის მოსახლეობისთვის აქტუალურია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ ჩვენი პარტია კიდევ უფრო მკაფიოდ აცხადებს:

 

აჭარაში არ დარჩება ოჯახი, რომელთა მიზნების, პრობლემების დასარეგულირებლად, არ მომზადდება დახმარების ინდივიდუალური პაკეტები და არ დაისახება მათი გადაწყვეტის

 

კონკრეტული გზები; განსაკუთრებულ ზრუნვას დაექვემდებარებიან ბავშვები, ვისი მშობლებიც/მშობელი

 

ემიგრაციაში იმყოფებიან და მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ შემოქმედებითი შესაძლებლობების, უნარების გამოსავლენად, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად მტკიცე

 

პიროვნებების ჩამოსაყალიბებლად; არ დარჩება ოჯახი, სადაც დასაქმებული არ იქნება მისი თუნდაც ერთი შრომისუნარიანი

 

წევრი; არ დარჩება ოჯახი, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სოლიდარობისა და სოციალური

 

თანადგომის გარეშე; რეგულარული ხასიათი ექნება მრავალშვილიანი ოჯახების ხელეწყობას, დახმარების

 

სპეციალური პროგრამების ფარგლებში; მრავალშვილიანი ოჯახის მარჩენალის ხელფასი დაბეგვრას არ უნდა დაექვემდებაროს.

 

ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურები ერთობლივად უნდა ქმნიდნენ და ახორცილებდნენ შესაბამის პროგრამებს;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

24

 

პარტიას მიაჩნია, რომ:

 

აჭარის  ავტონომიის  დამოუკიდებლობის  ხარისხის  ამაღლება  რეგიონების  განვითარების დაჩქარების,  ხალხის  კეთილდღეობის  ხელშეწყობის,  შესაბამისი  სამართლებრივი  აქტების

 

გამოცემითა და აღსრულებით უნდა მოხდეს; პარტია პრიორიტეტად მიიჩნევს ახალგაზრდა ოჯახებზე ზრუნვას;

უნდა  გაიზარდოს  სახელმწიფოს  სუბსიდირება  ახალგაზრდა  ოჯახების  საცხოვრებელი

 

ბინებით დასაკმაყოფილებლად; პარტია პროაქტიური იქნება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების დარეგულირებაში;

 

სახე + აღნიშნავს, რომ ძნელბედობისა თუ მშვიდობიანობის დროს ქალი, დედა, ყოველთვის იყო ოჯახისა და მთლიანად აჭარის დედაბოძი.

 

ქართული ენის შესანარჩუნებლად გამოგონილი „დედაბრული ანბანი“ — ჩიტის ენა, ქართული ნანა ხელს უწყობდა სამშობლოსთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და ეროვნული სულიერების განმტკიცებას.

 

ხალხის სიყვარულით პოეზიის ბულბულად წოდებული აკაკი წერეთელი წერდა:“თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო…ისინი არაინ თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი“.

 

პარტია აცხადებს, რომ: აჭარის დედაბოძად აღიარებულ ქალებს, მსოფლიო ქალთა გალერეაში საპატიო ადგილი უკავიათ. ამ გამორჩეული სახელების პოპულარიზაცია ერთად უნდა შევძლოთ!

 

 

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოება

 

პარტია მაქსიმუმს გააკეთებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიის სტრატეგიის მთელი მოცულობით გასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:

 

ა) დასაქმებას;

 

ბ)უმუშევრობის დაზღვევას;

 

გ)პროფკავშირების როლის ამაღლებას;

 

დ) შრომის უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს;

 

პარტიის პრიორიტეტია პროცესის დაწყება და განვითარება — „მიგრაციიდან -ემიგრაციამდე“.

 

ემიგრირებულთა სამშობლოში დაბრუნება და მათი ინტეგრაცია სახელმწიფოს, ცალკეული ინდივიდების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივად გადასაჭრელი საკითხია.

 

 

 

 

 

 

25

 

ახალგაზრდული პოლიტიკის მთავარი მიმართულება

 

პარტიის უმთავრესი საზრუნავი იქნება სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და ახალგაზრდობის პრობლემები, მათ გადაწყვეტაზე სისტემური და არა კამპანიური მუშაობა.

 

პარტიის ამოცანაა:

 

სკოლამდელ  დაწესებულებათა  ქსელის  გაფართოება;  განსაკუთრებით  აჭარის  მთიანი

 

რეგიონის სოფლებში; მთიან ზონაში „მინი სკოლების“ ფუნქციონირება, კლას-კაბინეტების სისტემის შექმნა.

 

რთული კლიმატური პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში, შორ მანძილზე ტრანსპორტითაც კი ჭირს ბავშვების გადაადგილება;

 

მშენებარე ბათუმის ახალი საგანმანათლებლო ცენტრი, ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისა და ცოდნის ასამაღლებლად. აუცილებელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სოლიდარობის კამპანიის ხელშეწყობით, უზრუნველყოს:

 

ნორჩ ტექნიკოსთა სადგურების, ეკოლოგიური ცენტრების, ნორჩ არქეოლოგთა, მუსიკოსთა,

 

თეტრალური სტუდიების ჩამოყალიბება და განვითარება; პროექტების განხორციელება აჭარის მწერალთა სახლთან ერთად, ახალგაზრდების

 

შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და განვითარების ხელშესაწყობად;

ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობას;

 

ადგილობრივ აღმზრდელ-პედაგოგთა, სამედიცინო პერსონალის კადრების მომზადებას ყველაზე რთული უბნებისთვის, სახელმწიფოს მიერ მათი სწავლის დაფინანსებას;

 

ჩვენი პარტია პასუხისმგებლობას გრძნობს ბავშვთა სახლების ბინადართა მიმართ. განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს 18 წელს მიღწეული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირება, მათი სწავლით, დასაქმებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამისთვის განსაკუთრებით საჭიროა სოლიდარობის კამპანიის ფართედ გაშლა.

 

 

 

სტუდენტ-ახალგაზრდობასთან მუშაობის პრიორიტეტები

 

 

 

პარტია აცხადებს, რომ:

 

სტუდენტობისთვის  აზროვნების  თავისუფლების  ხელშეწყობა  პარტიის  უმნიშვნელოვანეს

 

ამოცანად უნდა იქცეს; განვახორციელებთ სისტემატურ მონიტორინგს ისეთ უმაღლეს და პროფესიულ

 

სასწავლებლებზე, სადაც გადაუხდელობის გამო, ხშირია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. გამოვლენილი და შესწავლილი იქნება, კრიტიკულად შეფასდება თითოეული ფაქტი;

 

 

 

 

26

 

 

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არა როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ისე მცირეშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსული იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც

 

სოცილური დახმარების ბაზაში არ ირიცხებიან;

 

საქართველოს  ხალხთა  ერთიანობისთვის  ქვეყნის  ტერიტორიული  მთლიანობის  აღდგენის რთულ პროცესში, განსაკუთრებული  როლის შესრულება  შეუძლია  ბათუმისა  და  სოხუმის (თბილისის,  სოხუმის)  უნივერსიტეტების  საგანმანათლებლო,  სამეცნიერო,  კულტურული კავშირების გაძლიერებას, სტუდენტთა დაახლოებას, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სატელევიზიო ხიდებს, უშუალო შეხვედრებს — სახალხო დიპლომატიის მთელ ქსელს; პარტია მხარს  უჭერს  სოხუმის  უნივერსიტეტის  (თბილისი)  „საუნივერსიტეტო  დიპლომატიის“

 

ინიციატივას.

 

პარტია   აქტიურად   დაუჭერს   მხარს   აჭარის   ავტონომიურ   რესპუბლიკაში   მცხოვრებ ახალგაზრდებს,   რომლებიც   აჭარის   გეოგრაფიული   მდებარეობისა   და   პოლიტიკური ვითარების    გათვალისწინებით    აირჩევენ    ისეთ    დარგებს,    სადაც    კვალიფიციურ

 

სპეციალისტთა ნაკლებობა დღეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

 

ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის ავტონომიის მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო ორგანზაციების  ჩართულობით  უნდა  შეიმუშაონ  პროექტი,  აღნიშნულ  სპეციალობებზე სწავლით დაინტერესებული სტუდენტების სრულად დასაფინანსებლად, მათი უცხოეთის

 

უმაღლეს სასწავლებლებში გასაგზავნად; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გემთმშენებლობას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების

 

გადამუშავების  ტექნოლოგიას,  წიაღისეული  სიმდიდრეების  მოპოვებასა  და  უახლესი

 

ტექნოლოგიებით გადამუშავებას, მდგრადი ენერგორესურსების გამოყენების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით

 

აღზრდას; აჭარას აქვს შესაძლებლობა გამოყოს სუბსიდიები, რათა სტუდენტურ ოჯახებში დაბადებულ

 

ბავშვებთან იმუშაონ სერტიფიცირებულმა ძიძებმა, სახელმწიფოს მიერ ასეთი ოჯახების მონიტორინგის საფუძველზე;

 

 

 

პარტია თვლის, რომ:

 

დემოგრაფიული კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი, მიზანმიმართული, კარგად გათვლილი ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებით.

 

აჭარამ   უნდა   დაიბრუნოს   და   განამტკიცოს   პირველობა   მრავალშვილიან   ოჯახების

 

რაოდენობით, განუხრელად იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე; მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს აჭარის დემოგრაფიის ფონდი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

27

 

სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნულ უმცირესობათა დაცვა

 

საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია. გამოვყოფთ რამდენიმე მიზეზს:

 

სახელმწიფო ენის არცოდნა;

 

ნეგატიური სტერეოტიპების არსებობა;

 

ინფორმაციის  დეფიციტი  ამა  თუ  იმ  ერისა  და  ეთნიკური  ჯგუფების

 

კონფესიებზე, ტრადიცეიბზე, ენაზე, კულტურაზე; გაუცხოების ფაქტორი.

 

ამ თვალსაზრისით, აჭარაში, სხვა მხარეებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, თუმც ჩვენი პარტია გაატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს ვითარების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად:

 

გამოვლენილი და შესწავლილი იქნება აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ

 

პრობლემურად მიჩნეული საკითხები და შემუშავდება პროექტები მათ გადასაწყვეტად; გატარდება ღონისძიებები ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო ენისა

 

და  მშობლიური  ენის  უკეთ  დასაუფლებლად,  ტრადიციების  გასავითარებლად,  ქართულ

 

კულტურულ სივრცეში ინტეგრირების ხელშესაწყობად; აქცენტირებული იქნება ცალკეული ეთნიკური ჯგუფების მწერლობის, პოეზიის,

 

ხელოვნების, კულტურის მიღწევების გაცნობისა და პოპულარიზაციის საჭიროება;

ხელი   შეეწყობა   „მინი-მუზეუმების“   დაარსებას,   რათა   მომავალ   თაობებს   არ

 

დავუკარგოთ ერთობლივი თანაცხოვრებით შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა; ეროვნულმა უმცირესობამ თავი უნდა დააღწიოს ნეგატიური სტერეოტიპებით აზროვნებას.

 

ნებისმიერი საკითხი განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, თავისუფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით

 

და არა ვიწრო ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში; საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან გაკეთებული შეფასებები სრულად განაპირობებს

 

მშვიდობასა და სამოქალაქო ინტეგრაციას;

 

 

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

დისკუსიებს;

 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებას;

 

აჭარაში  მცხოვრები  სხვადასხვა  ეთნოსის  წარმომადგენლთა  ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას იმ ქვეყნებთან, სადაც მათი ისტორიული წინაპრები იყვნენ

 

განსახლებული; ეროვნულ უმცირესობათა საკითხების შესწავლასა და დაცვაზე მომუშავე

 

ახალგაზრდულ საზოგადოებრივი ორგანიზაციებს ჩვენი პარტიის სრული მხარდაჭრა ექნებათ გარანტირებული.

 

 

 

 

 

28

 

ადამიანის ფუნდამენტური უფლების, რწმენის თავისუფლების დაცვა

 

 

 

პარტია თავის საარჩევნო პროგრამაში აღირებს რწმენის თავისუფლებას და მისი დაცვის აუცილებლობას.

 

სახე + მკაფიოდ აცხადებს, რომ აჭარა არის ტოლერანტობისა და რწმენის თავისუფლების, ხალხთა შორის ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. აჭარის ოჯახების უნიკალურობას განაპირობებს ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთა კონფესიური სხვადასხვაობა და საერთო ღმერთისადმი ერთად აღვლენილი ლოცვა.

 

აჭარაში ერთნაირი სიამაყით უყურებენ და იცავენ ბათუმის ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ბარბარეს ტაძრებს. ბათუმის მეჩეთს, ჩუქუნეთის ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლს — მეჩეთს, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ ეკლესიას, აჭარის მთიანეთის კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, ხიხანის, სხალთის ტაძრებსა და სხვა.

 

აჭარაში მოგზაური უცხოელი სამხედრო კორესპონდენტი ალქსანდრე ფრენკელი (საქართველოში იმყოფებოდა 1879 წ.) წერდა: „ურთიერთდამოკიდებულება აჭარლებს შორის უფრო წმიდაა, ვიდრე ევროპელებში. მათ შეინარჩუნეს პირველყოფილთა საუკეთესო თვისებები, ისტორიული სახე, სტუმართმოყვარეობა, მაღალი ზნეობრიობა და მამაცობა“.

 

ჩვენი პარტია ამ „ისტორიულ სახეს“ დაიცავს და გაუფრთხილდება აჭარაში ერთსულოვნად,

 

ერთმანეთის თანადგომით მცხოვრებ ქართველებს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მუსლიმებსა და სხვა ეროვნებისა და რწმენის ადამიანებს. ცნობილია, რომ სხალთის ტაძარში

 

(მე-13 ს.) 14 ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა. სავაჭრო — საქარავნო გზებზე იყო ქარვასლები ვაჭრებისთვის, „სასტუმრო სახლები“ მომლოცველებისთვის.

 

ეს სანიმუშო მოდელია, რომლის სადარაჯოზეც მუდმივად იქნება ჩვენი პარტია, რისთვისაც გაატერებს შემდეგ ღონისძიებებს:

 

საქართველოსა და მისი აჭარის პროვოკატორებს, შინ თუ გარეთ, არ მისცემს მოსახლეობის

 

სულიერი წონასწორობის დარღვევის საშუალებას; საჯაროს გახდის ყველა ფაქტს, ყველა პირის ქმედებას, ვინც ნაღმავს რწმენის არეალს და რიგ

 

შემთხვევებში ახერხებს კიდეც ამ „ნაღმის“ აქა-იქ აფეთქებას; განახორციელებს პროექტებს, რომლის მეშვეობით მორწმუნე ახალგაზრდობა უკეთ

 

შეისწავლის მსოფლიო რელიგიის ისტორიას და მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

29

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია

 

პარტია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსა და, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის კონტროლს და ამ რთულ პროცესში საზოგადოების წევრთა აქტიურ პოზიციას.

 

სახ+:

 

სისტემატურად და საქმიანად ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა მიმართულებით, აქტუალური საკითხების გადაჭრის გზების ერთობლივად მოძიების მიზნით;

 

პარტია აღიარებს გამოხატვის თავისუფლების პრიორიტეტულობას:

 

ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას პოლიტიკური ბრძოლის ყველა ეტაპზე;

 

დაიცავს  ჟურნალისტის  უსაფრთხოებას,  პატივსა  და  ღირსებას.  რეაგირების  გარეშე  არ

 

დატოვებს და გაასაჯაროებს ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევის ყოველ ფაქტს; ხელს შეუწყობს ჟურნალისტური გამოძიების პრაქტიკის ხარისხის ამაღლებას, არსებული

 

რელობის შეფასების კვალდაკვალ.

 

 

 

ჯანმრთელობის დაცვა

 

ჩვენი პარტია მისდევს ტრადიციებს და აღიარებს, რომ „სოფელი ისეთი არ იყო, რომ ერთს ან ორს არ სცოდნოდა ხალხური შინაური ექიმობა. ერთი ძველი კარაბადინი, როგორც

 

„ივერიაშიც“ იყო მოხსენიებული, მხოლოდ აჭარის სოფელ საღორეთში აღმოჩნდა (ზაქარია ჭიჭინაძე).

 

ჩვენი პარტია:

 

მხარს უჭერს „მწვანე აფთიაქების“ ქსელის გაფართოებას;

 

სამკურნალო მცენარეების მიმღები პუნქტების დაარსებას მინიციპალიტეტებში და სამედიცინო დაწესებულებებთან, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით;

 

პარტია მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის საწინდარი სწორი კვება, ჯანსაღი საკვები, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაა. პარტია ასევე იზრუნებს:

 

ბავშვთა და მოზარდთა კვების პროდუქტების ხარისხის მონიტორინგზე;

 

სახელმწიფოს  მხრიდან  გენმოდიფიცირებულ  პროდუქტების  წარმოების  აკრძალვაზე.

 

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების სტრატეგიის შემუშავებაზე; მაღალი სტანდარტების საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის

 

გაუმჯობესებაზე; არაკომერციული საავადმყოფოების უპირატეს განვითარებაზე;

 

 

 

 

30

 

ჯანდაცვის   სისტემის   მართვის   ორგანოების   წინაშე   საკითხის   აღძვრაზე,   ჯენერიკ

 

მედიკამენტების სპექტრის წამლების მზარდ ხელმისაწვდომობაზე; ონკოლოგიური დაავადებების, განსაკუთრებით ბავშვებში მძიმე დაავდებების, ლეიკემიის

 

პროგრამული დაფინანსების რაოდენობის ზრდაზე; სოფლად პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და სოფლის ექიმის ეფექტიანობის გაზრდაზე,

 

მათი  სახელფასო  ნორმების  მკვეთრ  ზრდასა  და  გარკვეული  სოციალური  შეღავათების

 

დაწესეებაზე;

 

სარეაბილიტაციო დაწესებულებების ქსელის გაფართოებაზე, პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე.

 

 

 

განათლება და მეცნიერება

 

პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის, სპორტის სტრატეგიული განვითარების პროგრამებში გაცილებით უკეთ უნდა გამოიკვეთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის როლი.

 

აჭარაში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, დაფინანსების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, განათლების რეფორმა ძალზე ნელი ტემპითა და არაეფექტურად ხორციელდება.

 

ჩვენი პარტია იზიარებს მოქლაქეთა ინტერესებსა და მოსაზრებებს, რომ აჭარასა და მის მოსახლეობას აქვს პოტენციალი, მისი წიაღიდან გამოსულმა ადამიანებმა, უპირველესად, მოსწავლე-ახალგაზრდობამ წარმატებებს მიაღწიოს და კონკურენტუნარიანი იყოს განათლების, მეცნიერების, კულტურის მწერლობის სფეროში, ხელი შეუწყოს ინოვაციების დანერგვას. ამისთვის აუცილებელია:

 

პრიორიტეტად იქცეს მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების, აღმზრდელების რაოდენობისა

 

და მათი კვალიფიკაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;

ბავშვების  აღზრდისა  და  განათლების  მიზნით,  მცირეკონტიგენტიანი  სოფლის

 

სკოლებისთვის შეიქმნას „მინი სკოლები“, მოეწყოს კლას-კაბინეტები; ადგილებზე შეირჩეს ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც გაიგზავნებიან

 

აჭარის რესპუბლიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში სპეციალობების მისაღებად სრული დაფინანსებით. სწავლას დააფინანსებს აჭარის სახელისუფლებო სტრუქტურები, მშობლიურ

 

მხარეში დაბრუნების გარანტიით; დაინერგოს ნაწილობრივი დისტანციური სწავლება აჭარის მაღალმთიან რეგიონებში.

 

მუნიციპალიტეტები   თავიანთი   პედაგოგებით   ჩაერთონ   საკითხის   დარეგულირებაში,

 

ტელეგაკვეთილების მომზადებაში; გაიზარდოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრების რაოდენობა,

 

ინტერნეტის პარალელურად, აღდგეს ბიბლიოთეკების ქსელი, განახლდეს წიგნადი ფონდი; გაუმჯობესდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა, გარემონტდეს და სათანადო სასწავლო

 

პირობები შეიქმნას სკოლებში, აშენდეს ახალი სასწავლო დაწესებულებები;

 

 

 

 

31

 

 

აჭარაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს უნდა ჰქონდეთ პირველადი, აუცილებელი სამოქალაქო და სამხედრო ჩვევები, უნდა აღდგეს ტრადიცია, რაზეც ცნობილი მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:“აჭარლებმა თოფისა და დამბაჩისა და ხანჯლის ტარება კი მარჯვედ იციან. თოფისა და დამბაჩის სროლას ბავშვები 7 წლიდან იწყებენ“.

 

ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს თოფითა და დამბაჩებით უნდა შევაიარაღოთ ყმაწვილები. აქ მხოლოდ მინიშნებაა, რომ ყველამ უნდა იცოდეს იარაღთან ურთიერთობის ანი და ბანი. არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც გაუფრთხილებლობისა და უცოდინრობის გამო მსხვერპლით დასრულებულა სანადირო თოფებთან ბავშვებისა და მოზარდების ურთიერთობა.

 

აჭარა აქტიურად ჩაერთოს ეროვნული სასწავლო სტანდარტის გაუმჯობესების პროცესში,

 

მასწავლებელთა განვითარების სქემის დახვეწაში; მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, რომლის

 

შინაარსობრივ  და  ვიზუალურ  გაუმჯობესებაზე  უფრო  მეტად  უნდა  იაქტიუროს  აჭარის

 

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 

აჭარის  რესპუბლიკა  მუდმივად  იყოს  ჩართული  სახელმძღვანელოების  მონიტორინგში. აჭარის სპეციალისტები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ

 

გამოცხადებულ ტენდერებში.

 

აჭარის    მუნიციპალიტეტების    სკოლებში    განსაკუთრებული    ყურადღება    მიექცეს საქართველოს,   მათ   შორის   აჭარისა   და   შესაბამისი   მუნიციპალიტეტების   ისტორიის

 

შესწავლას.

 

მოსწავლე-ახალგაზრდებს გავუღვივოთ მიმდინარე პროცესების აღწერის ინტერესი. ისინი მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მათი მოსახლეობის ცხოვრების მემატიანეებად უნდა იქცნენ.

 

 

 

მეცნიერების განვითარება

 

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ბაზაზე დაარსებული აჭარის რესპუბლიკის სამეცნიერო ცენტრი, მწირი ფინანსური მდგომარეობის გამო, ხშირად ვერ ახორციელებს სამეცნიერო პროგრამებსა და პროექტებს, ვერ ახერხებს სამეცნიერო შრომების გამოცემას. აუცილებელია განხორციელდეს მეცნიერების განვითარების სწორი სტრატეგია:

 

გაიზარდოს  აჭარის  სამეცნიერო  ცენტრის  ფინანსური  შესაძლებლობები  პრიორიტეტული კვლევების, წარმოებაში ცენტრის მეცნიერთა მიერ შემუშავებული ინოვაციების დანერგვის

 

მიზნით.

ცენტრი  რეალურად  უნდა  იქცეს  აჭარის  რესპუბლიკის  მთავრობის  კონსულტანტად,

 

სტრატეგიულიმიმართულებისგანსაზღვრისადასამეცნიეროპოტენციით

 

უზრუნველსაყოფად; მეცნიერს არ უნდა ჰქონდეს აჭარის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების

 

საჯარო მოხელეებზე ნაკლები ხელფასი;

 

 

 

 

32

 

 

უახლოეს პერიოდში ბათუმში უნდა აშენდეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აჭარის სამეცნიერო პოტენციალს და ხელს შეუწყობს სამეცნიერო პოტენციალის ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერებით შევსებას. ამისათვის აჭარამ ინტელექტუალური ძალების მობილიზება უნდა მოახდინოს.

 

 

 

 

 

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

 

აჭარა კოლხური კულტურის უძველესი, უნიკალური კერაა, რასაც უტყუარდ ადასტურებს

 

აჭარისწყლის ხეობაში უხვად მიმოფანტული, მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მატერიალური კულტურის ძეგლები: ფიჭვნარი (ძვ. წელთაღრიცხვით მე-5ს.) გონიო (გონიო-აფსაროსის, ხიხაძირის განძი, გვიანი ბრინჯაო, ადრეული რკინის ხანა). აჭარის კულტურული მემკვიდრეობა ის მყარი ბალავარია, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოსა და მისი აჭარის უკეთესი მომავალი. უწარსულოდ, ფუნდამენტის გარეშე არაფერი შენდება!

 

ხიხანის ციხესიმაგრე, ბათუმიდან 125კმ დაშორებით, ზღვის დონიდან 2635 მეტრზე მდებარეობს, დასავიწყარი და „უინტერესო“ ის არასოდეს იქნება.

 

ხიხანის წყლის სათავეებთან მდებარე სხალთის ტაძარი „აჭარის მთების ერთი გალობაა“, არა მხოლოდ აჭარისთვის.

 

ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვთა „არქეოლოგიური სააგენტოები“ , სადაც ბავშვებსა და მოზარდებს გააცნობენ არქეოლოგიის საიდიუმლოებებს, შესძენენ პირველად, აუცილებელ უნარ-ჩვევებს, ჩაერთვებიან ცნობილ არქელოგთა ექსპედიციებში. შეისწავლიან ქალაქის, მუნიციპალიტეტის, სოფლების ისტორიულ-არქელოგიური ძეგლების ისტორიას. დაეუფლებიან მონუმენტური ფერწერის საიდუმლოს და ჩაერთვებიან ძეგლების რესტავრაციაში.

 

პარტიას მიაჩნია:

 

აუცილებელია  სახელმწიფო  ენის  განმტკიცებაზე  ზრუნვა,  ამასთან  აჭარული  დიალექტის შესწავლა-შენარჩუნება,   პოპულარული   წიგნებსა   და   გამოკვლევების   გამოცემა,   სვლა

 

„ისტორიის კვალდაკვალ“.

 

აჭარაში  უნდა  დაფუძნდეს  ქართულ-აფხაზური,  ქრთულ-თურქული,  ქართულ-სლავური კულტურის ცენტრები, რათა ადვილად შევძლოთ კულტურული დიალოგი იმის გასაგებად

 

და გასააზრებლად, რა გვაშორებს და რა გვაახლოებს ერთმანეთან; მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიული კვლევების მიმართულებით მუშაობის გააქტიურება.

 

საქართველოს სხვადასხვა მხარის უძველესი სამოსი იძლევა ახალი იდეების, ტრადიციული და თანამედროვე ხედვის შერწყმის საუკეთესო საშუალებას, რაც იმის საფუძველია, რომ მსოფლიომ იხილოს განსხვავებული სტილის, ქსოვილის, შესამკობლებით დამშვენებელი ქალისა და მამაკაცის სამოსელი: „ზუბუნ-ფარაგა“, „ფორკა“, „დატეხილი“, ქალის ზედა

 

 

 

33

 

 

სამოსი: „სალტა“, „ჩათაკა“, „სიხმა“, „სიხმისა“ და „ჩათაკას“ ზემოდან სახმარი თბილი შესამოსელი „ხირხა“ ახალ სიცოცხლეს იმსახურებს;

 

ხელი უნდა შეეწყოთ მოზარდებს, სტუდენტ-ახალგაზრდობას ტანსაცმლის დიზაინით, განსაკუთრებით აჭარული სამოსით დაინტერესებაში;

 

პარტია ხელს შეუწყობს:

 

არაფორმალურ სახელოვნებო განათლებას: ქორეოგრაფიული და სამუსიკო სკოლების ქსელის გაფართოებას უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებსა და მის გარეთ;

 

უძველესი ცეკვების: „ჯაყდანანას“, „ოჰოი ნანას“(ხულოს სოფლებიდან), “მეთევზეთა ცეკვის“, „ლაზურის“ განახლება-განვითარებას.

 

       მაღალმთიანი აჭარის ქალთა უძველესი ცეკვის, „ხერტლის ნადის“ გაცნობა-პოპულარიზაციას. ცეკვებით: „განდაგანა“, „აჭარული“ უფრო მეტად დაინტერესებას;

 

უძველესი  აჭარული  სიმღერების  პოპულარიზაციას,  „აჭარული  მაყრულის“,  გურულ-

 

აჭარული „ორირას“, აჭარული „მგზავრული-ხინცკალას“, საცეკვაო „ვოისასა“ და სხვა.

მწერლობის  განვითარებას,  ახალგაზრდების  წარმოჩენასა  და  მათი  შემოქმედებითი  ნიჭის

 

გაღრმავებას.

 

სოლიდარობის აქციებით წიგნების, ბუკლეტების, ალბომების, ფოლკლორული მასალების გამოცემას,  მაჰმადიან  ქართველ  სახალხო  მელექსეთა  წიგნების,  ზაქარია  ჭიჭინაძის,  ემენ

 

დავითაძის, მამია ხარაზისა და სხვათა პოეტური კრებულებისა და ნარკვევების გამოცემას; ახალგაზრდებისთვის სპეციაური პრიზის დაარსებას.

 

აჭარული სამზარეულოს თითქმის 150 დასახელების კერძის პოპულარიზაციას:“ბორეგი“, „ბორანი“, „აჭარული ხაჭაპური“, „ყურუთი“, „კაიმაღი“, „ქალაჯი“, „ფახლავა“,

 

თაფლმჭადი“, სასმელებს: „შარბათს“, „სარდალს“ და სხვა.

 

 

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად

 

აჭარის ბუნებრივი პირობები, ზღვა და მაღალმთიანი რეგიონი სპორტის, განსაკუთრებით, სპორტული ტურიზმის აღორძინების საუკეთესო ასპარეზია. დღეს არსებულ ვითარებასთან შედარებით, ავტონომიური რესპუბლიკის მდგომარეობა, სპორტის განვითარების თვალსაზრისით, ბევრად უკეთესს იმსახურებს.

 

პარტიას მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს:

 

  • სპორტის ტრადიციული სახეობების აღორძინებას და თანამედროვე, პოპულარული სახეობების დანერგვას;

 

  • სანაოსნო სპორტის, ჯომარდობის განვითარებას;

 

  • ცურვის ტრადიციული სახეობების აღდგენას და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მოწყობას, ცურვის სახეობების მეცნიერულ შესწავლასა და განვითარებას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას;

 

 

34

 

 

  • სპორტული ტურიზმის განვითარების სწორი სტრატეგიის განხორციელებას, მაღალი დონის ზამთრისა და ზაფხულის სპორტის სახეობების განვითარებასა და სხვადასხვა სეზონზე ტურისტების მოზიდვას.

 

  • მთის კურორტების განვითარებას, რაც დააჩქარებს აჭარისთვის არატრადიციული სპორტული სახეობების დანერგვას (სპორტის ექსტრემალურ სახეობებს) და ძალზე მიმზიდველი იქნება უცხოელი ტურისტებისთვის, სტიმულს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს დაეუფლონ სათხილამურო სპორტს და სპორტის სხვადასხვა სახეობებს.

 

  • სპორტული ტურიზმის ინტენსიურ განვითარებას, ტურიზმის დივერსიფიკაციას, რაც საგრძნობლად დაეხმარება აჭარის ბიუჯეტს.

 

  • სპორტული ინფრასტრუქტურის ხარისხიან და სწრაფ მშენებლობას;

 

  • სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების გათვალისიწნებასა და მშენებლობას.

 

  • აჭარის სპორტსმენებმა საკალათბურთო, სარაგბო, საფეხბურთო, ტანვარჯიშის, ჭიდაობის, მძლეოსნობისა და ა.შ. უმაღლეს ლიგებში ადგილების წარმატებით დამკვიდრებას;

 

  • არსებული მოედნების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტიპის ახალი სპორტული მოედნების აშენებას მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით სოფლებში;

 

  • მწვრთნელთა გადამზადებასა და სპორტულ განათლებას, ღირსეული ანაზღაურების საკითხების დარეგულირებას;

 

  • მასობრივი სპორტის განვითარებას;

 

  • გომარდულის, ქობულეთისა და ბათუმის სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი ბაზების მშენებლობას;

 

  • მცირე ასაკიდან სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას.

 

ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. ჩავატარებთ სპორტულ შეჯიბრებებს, მარათონებს, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებელბის, მოსახლეობის ჩართულობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის პოლიტიკა

 

 

 

 

 

35

 

 

პარტიას მიაჩნია, რომ არათანაბრად ვითარდება აჭარის მინიციპალიტეტები, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის უმთავრესი პრინციპები — მოქალაქეთა უფლებები, თანაბარი განვითარებისა და კეთიდღეობის პრინციპები.

 

წლების მანძილზე ერთი და იგივე პრობლემები იჩენს თავს, გამოსავალი კი არ ჩანს. პარტია შეძლებს მხარეების განვითარების პროგრამის შემუშავებასა და საზოგადოებრივ კონტროლს გაუწევს შესაბამისი პროექტების განხორციელებას.

 

საჯაროდ იქნა გაცხადებული, რომ პოლიტიკოსთა ნაწილს არ აინტერესებს წარსული და მომავალზე არიან ორიენტირებული.

 

ჩვენი პარტია აცხადებს, რომ ასეთი განწყობა ანგრევს მომავალს. რაზე დგას ტურიზმი, თუ წარსული არ არის საინტერესო, რისთვის უნდა მივიყვანოთ გზები ისტორიულ ძეგლებთან? რა უნდა აჩვენონ მსოფლიოს, თუარა ხიხანი, გონიო, სხალთა, აჭარისწყლის ხეობა და საერთოდ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობა?

 

პარტია მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოსა და მის აჭარას ჯერ კიდევ წარსული ინახავს მომავლისთვის. ჩვენ უნდა შემოვუნახოთ ჩვენს შვილებს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი იდენტობისთვის, მსოფლიო ცივილიზაციის მესაძირკვლეობისთვის!

 

 

 

შუახევი

 

გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით.

 

უნდა   აღირიცხოს   ყველა   ისტორიულ-კულტურული   ობიექტი   და   შეიქმნას

 

შემეცნებითი საგზაო რუკა;

2020 წლის ბოლომდე დასრულდეს ხალხისთვის მიწის რეგისტრაცია (არა მხოლოდ

 

შუახევში);

უნდა გადაიჭრას ყველა მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების საკითხი;

 

სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა;

 

საქართველოს   ცენტრალური   ბიუჯეტიდან,   აჭარის   ბიუჯეტიდან   2021   წლის

 

ზაფხულისთვის დასრულდეს შიდა გზებისა და ხიდების რეაბილატიციის ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

 

 

ხულო

 

ხულო სანიმუშო მოდელია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის სხვადასხვა კონფესიების თანარსებობის. რწმენის თავისუფლების ინდექსით.

 

ხულოში, განსაკუთრებით მინიციპალიტეტში ფუნქციონირებს სულიერების ცენტრები, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმებისთვის. მათი ცხოვრების

 

 

36

 

 

წესის პოპულარიზაციისთვის ყველა საშუალება იქნება გამოყენებული: მასმედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები დაა.შ.

 

  ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვითა და ცნობილ უცხელ მეცნიერთა მონაწილეობით;

 

ხულო  განთქმული  იყო  საუკეთესო  რკინის  სამჭედლოებით,  იარაღის  დამზადებით. ისტორიამ    შემოგვინახა    ქონიძეების,    ქარცივაძეების,    ქათამაძეების,    ტაკიძეების, სურგულაძეების  საგვარეულო  ოსტატთა  არარეთი  ნახელავი.  ჩვენი  ვალია,  აღვადგინოთ

 

ტრადიცია; ხულოსა და სრულიად საქართელოს ღირსებაა სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი

 

სხალთისწყლის ხეობაში (ახ. წ. აღ. მე-13ს). ხულოს ისტორიული მნიშვნელობა წარსულიდან იღებს სათავეს და დღევანდელობაში გრძელდება. საქართველოსა და მისი აჭარის ხელისუფლება პასუხისმგებელია ხულოს მოსახლეობის დღევანდელობასა და მომავლზე. აუცილებელია ხულოს განვითარებისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავება, ისევე როორც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

 

 

 

ხელვაჩაური

 

ბათუმიდან თითქმის 12კმ-ზე განსახლებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ხიბლია გონიოს(გონიო-აფსაროსის) ციხე-სიმაგრე, რაც მსოფლიოს ცივილიზაციის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს დიდი კოლხეთის ისტორიაში სამოგზაუროდ. გონიოს არქეოლოგიურმა გათხრებმა მრავალ ისტორიულ საიდუმლოს ახადა ფარდა. ამიტომ ხელვაჩაურში ტურიზმი შემეცნებით ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

მოსახლეობას  უნდა  ჰქონდეს  წვდომა  დაბალპროცენტიან  სესხებზე.  სახელმწიფომ

 

უნდა მოახდინოს პროცენტის გარკვეული ნაწილის სუბსიდირება.

 

უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრა, საწყის ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში ტურიზმის ახალი დარგების განვითარების მიზნით.

 

 

 

ქედა

 

ქედა აჭარის წყლის ნაპირზე, ბათუმიდან 41კმ -ით არის დაშორბული და ზღვის დონიდან

 

  • კმ-ზე მდებარეობს.

 

დაბაში ადმინსიტრაციული, განათლების, ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები და მხარეთმცოდნეობის მუზეუმია. ამ მხარეში ვაჭრები სახლობდენენ და სავაჭრო-საქარავნე გზის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. ქედაში შეხვდებით ადამიანის ცხოვრების უძველეს კვალს. ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ნამოსახლარებსა და სამაროვნებს. აქ მრავალი ციხე-სიმაგრე და თაღოვანი ხიდია, რომლებიც იზიდავს მნახველებს.

 

 

 

 

37

 

 

ქედაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. აქაური ღვინოები — „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ მიმზიდველი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

 

ქედაში მინერალური წყალი და მნიშვნელოვანი წიაღისეულია, მოიპოვება ოქრო და სპილენძი. ეს სიმდიდრე ხალხს უნდა მოხმარდეს.

 

ულამაზესი ბუნება მწვანეში ჩაფლული, დაბურული ხეობები, ჩანჩქერები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საამურ სანახაობას ქმნის და ქედას დიდ ტურისტულ პოტენციალზე თავისთავად მეტყველებს.

 

 

 

ქობულეთი

 

ქალაქი ქობულეთი ცნობილია უძველესი ეპოქიდან. ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ქობულეთი ქალაქური ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. ქობულეთი ზღვის „ტყუპისცალია“, იმდენად ახლოს არის ზღვასთან. ქობულეთისა და მის მკვიდრთა გამორჩეულობაზე გაზეთი „დროება“ 1876 წლის 21 მაისს წერდა: „დიდად საიმედო მეგობრობა იციან ქობულეთელებმა და, ამასთან საშინელი მტრობაც. თუ მეგობარი არის, შენთვის თავს მოიკლავს და თუ მტერია“…

 

ამიტომ ჩვენი პარტია ქობულეთსა და მის ხალხს, სწორდ რომ, ერთგულების პოზიციიდან უყურებს და მიაჩნია, რომ:

 

ქობულეთის უნიკალური ჰავა და მდებარეობა სრულად არ არის გამოყენებული.

 

ქალაქი არ ვითარდება გეგმაზომიერად, ფრთხილი და მოზომილი ურბანული პოლიტიკის

 

შესაბამისად; მწირია სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისთვის, მცირე და საშუალო

 

ბიზნესისთვის სუბსიდირება; სახსრები უნდა გამოიყოს არა მარტო ტურიზმის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის

 

განვითარებისთვის, არამედ ისეთი დარგების სტიმულირებისთვისაც, რომელმაც ქობულეთი დღევანდლამდე მოიტანა. პანდემიის პირობებში მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება,

 

მიიღოს დამატებითი შემოსავლები; პოპულარიზაცია უნდა გაეწიოს ფიჭვნარის საგანძურს (ძვ.წ.აღ. მე-5ს.), მის უდიდეს როლს

 

საქართველოს ისტორიაში.

ქობულეთი იმსახურებს კუთვნილ ადგილს მსოფლიოს ტურისტულ-კულტურულ რუკაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმი

 

 

 

 

 

38

 

 

ბათუმი შავიზღვისპირეთის გამორჩეული ქალაქია. ის ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში იყო ცნობილი. არისტოტელე წერდა, რომ ბათუმი ყოროლის წყლის შესართავთან იყო და სამხრეთით გვიან გადმოინაცვლა.

 

ჩვენი პარტია იქნება პროაქტიური, რათა:

 

არ  დაიკარგოს  ბათუმის  უნიკალური,  განსხვავებული  სახე,  მრავალსართულიანმა

 

კორპუსებმა არ შეიწიროს ბათუმის მომხიბვლელობა.

 

ბათუმის მოსახლეობასთან ერთად პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა მას დაუბრუნოს ქართული იერსახე, სახელოვანმა ქართველმა პოეტმა, აჭარის მკვიდრმა ზურაბ გორგილაძემ სხალთის ტაძარს უწოდა „აჭარის მთების ერთი გალობა“. ეს გალობა არ ისმის ბათუმში. სახე + გამოიჩენს დიდ ძალისხმევას პროაქტიურ მოქალაქეებთან ერთად, რათა ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ბანერებზე წარმოდგენილ იქნას აჭარის ხუროთმოძღვრული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები,

 

მიღწევები და არა დაპირებები, რომლებიც ხშირად შეუსრულებელი რჩება.

 

ბათუმს უნდა დავუბრუნოთ გამორჩეული სახე, რაც ევროპელ ტურისტებს ასე ხიბლავდა და იზიდავდა. არტურ ლაისტი წერდა: „ვინც ევროპიდან ბათუმს ჩამოვა, პირველად უეჭველად იფიქრებს, სამოთხეში მოვხვდიო“. ეს სამოთხე არ უნდა იქცეს ჯოჯოხეთად 21-ე საუკუნეში;

 

არაგეგმაზომიერი მშენებლობებისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო, უახლოეს ხანებში, ბათუმში ეკოლოგიური მდგომარეობა იმდენად დამძიმდება, რომ მალე სუნთქვა გაჭირდება. ამას ერთვის გლობალური დათბობაც, რამაც საგრძნობლად შეცვალა კლიმატური რუკა;

 

მიზანშეწონილად  მიგვაჩნია,  რაც  შეიძლება  მეტი  ღია  სივრცეების  მოწყობა  ქალაქში  და

 

ქალაქგარეთ, სანაპირო ზოლის რეგულირება;

სწორად არის დასაგეგმი ტრანსპორტის ნაკადების გატარების ღონისძიებები;

 

პრობლემად რჩება წყალმომარაგების გაუმართაობა, სანიაღვრე სისტემების მოწყობის საკითხები. ნაგვის გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვა; უსაფრთხო არ არის წყალანირე სისტემები. ამ პრობლემების გადაწყვეტას ხელს შეუწყობს უძველეს კოლხურ

 

დასახლებათა მოწყობის მდიდარი გამოცდილება;

ითვლება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით,

 

შავი ზღვის აჭარის მონაკვეთზე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა;

სტიმულირების მიზნით, ჩვენი პარტია დააწესებს ჯილდოს ეკოლოგიურად სუფთა

 

ქალაქის, დასახლების, მუნიციპალიტეტის, უბნის, ეზოს სტატუსის მოსაპოვებლად.

ბათუმის  ეკოლოგიური  მდგომარეობის  გაუმჯობესება  გაცილებით  ბევრ  ტურისტსა  და

 

სტუმარს მოიზიდავს.

 

ბათუმის პრიორიტეტბი იქნება: ხალხი, ტრადიციები, საკურორტო ზონა, კულტურა, მწერლობა, ხელოვნება, რწმენის თავისუფლება;

 

ბათუმსა და მთელ აჭარას ჩვენ ვაქცევთ ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზების მიმზიდველ კერად!

 

მიმართვა

 

 

39

 

 

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სახე + მიმართავს სრულიად საქართველოსა და მისი „უტეხი კლდის“, აჭარის მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთონ სასიკეთო ცვლილებებისთვის. აჭარის მოსახლეობას შეუძლია, თავისი ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება გაცილებით საინტერესო და საქმიანი, შემოქმედებითი, შედეგებზე ორიენტირებული გახადოს. აჭარის ხალხი აბუსერიძე ტბელის სულერი მემკვიდრეა.

 

ცნობილი მეცნიერი მარი ბროსე წერდა, 1233 წელს (მე-13ს) ქართველებმა უკვე იცოდნენ იულიუსის კალენდრის ცდომილებების შესახებ. 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი მე-13 იულიუს კეისრის კალენდარი შეცვალა და აბუსერიძე ტბელის გამოთვლების მიხედვით შეიტანა შესწორება.

 

ჩვენო ხალხო, ამის გაცნობიერებას 349 წელი დასჭირდა. დღეს, სწრაფადცვალებად ეპოქაში, დრო არ ითმენს. აუცილებელია , რაც შეიძლება მალე შევიტანოთ ცვლილებები დღევანდელ პოლიტიკურ კალენდარში. ერთად უნდა შევძლოთ განვითარება, შრომით, კეთილდღეობით, ქვეყნის გაერთიანება.

 

საქართველო გაერთიანების სტარტს აჭარიდან იღებს.

 

აჭარა ჩვენი „ხატიმამულია“(ზურაბ გორგილაძე), აჭარა ჩვენი „გული და სული, ასჯერ დასჯილი, ასჯერ მართალია“(ფრიდონ ხალვაში), ჩვენი აწმყო, წარსული და ბედნიერი მომავალია.

 

ხმა მიეცით აჭარის გაბრწყინებას, სრულიად საქართველოს ხალხის კეთილდღეობას!

 

ხმა მიეცით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკურ გაერთიანებას, საარჩევნოს სუბიექტს ბაგრატიონი — სახე+.

 

ჩვენი პარტია გამოკვეთს აჭარის უნიკალურობას, მის მიშვნელობას სრულიად საქართველოსა და მსოფლიოსთვის!

 

 

 

შემოხაზეთ

 

სახე+ ✓61

 

 

 

 

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!